ეს ამბავი თავს შარშან გადამხდა. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მსგავსი რამ დამემართებოდა.
რაც ნუცა ცოლად შევირთე, გვერდზე არ გამიხედავს. არცაა გასაკვირი, ვინაიდან დიდი სიყვარულით დავქორწინდით. თანაკლასელები ვიყავით. პირველი კლასიდანვე მისი საოცარი ღიმილით მოვიხიბლე, თან ძალიან გემოვნებიანი გოგო იყო,
თავდაპირველად ერთმანეთს ფარულად ვხვდებოდით, მერე ეს ამბავი ჩვენმა მშობლებმაც გაიგეს. ჩვენი ურთიერთობის საწინააღმდეგო არავის არაფერი ჰქონდა, უბრალოდ ჩვენი ნაადრევი დაქორწინება არ უნდოდათ. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი გავიტანეთ და სკოლის დამთავრებისთანავე დავქორწინდით.
ახალგაზრდა და თანამედროვეობას ფეხაყოლილი დედა მყავდა, ამიტომ ნუცასთან საერთო ენა უცბად გამოძებნა. მიუხედავად იმისა, რომ ამის საჭიროება არ იყო, მამაჩემმა ჩვენი სახლის ახლოს ოროთახიანი ბინა გვიყიდა, გაგვირემონტა და ჩაგვაბარა. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ამგვარად, ცალკე ცხოვრება დავიწყეთ. შეხმატკბილებულად ვცხოვრობდით. ორივე უმაღლეს სასწავლებელში ვსწავლობდით, მე სწავლას მუშაობასაც ვუთავსებდი და თავის მოსაფხანი დროც კი არ მრჩებოდა. საღამოობით ნუცა გემრიელ ვახშამს მახვედრებდა, ერთად ვვახშმობდით, ერთმანეთს დღის ამბებს ვუზიარებდით და ძილის წინ რომელიმე კომედიასაც ვუყურებდით.
ზოგჯერ სამსახურის გამო დილით ადრიანად ადგომა მიწევდა, ნუცას კი ძილი უყვარდა. დილის რვა საათი იქნებოდა, როცა ჩემი ბინიდან გამოვედი და...
...ვიღაც ქალი თავისი ბინის კარს კეტავდა. ძალიან ლამაზი იყო, ხელში ლეკვი ჰყავდა, როგორც ჩანს, მის გასეირნებას აპირებდა. თავაზიანად მომესალმა, მეც იმავეთი ვუპასუხე.
მერე ლიფტშიც ერთად შევედით. გამეცნო, თქვენი ახალი მეზობელი ვარო. ლიკა ერქვა და ძალიან ლამაზი ლურჯი თვალები ჰქონდა. ჩემზე უფროსი უნდა ყოფილიყო.
საღამოს, როცა შინ დავბრუნდი, რატომღაც ეს ამბავი ნუცას მოვუყევი და გულახდილად აღვნიშნე, ერთობ სიმპათიური ქალია-მეთქი. ნუცამ ღიმილით თითი დამიქნია, ჭკვიანად იყავიო. მეც გავუცინე, ეს იყო და ეს.
ლიკა მომდევნო დღეებშიც შემხვდა. ეს მაშინ ხდებოდა, როცა ადრიანად სამსახურში მივიჩქაროდი. თავიდან ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ "მისალმებით შემოიფარგლებოდა. უცნაური რამ დამემართა, სახლიდან გამოსული თვალებს ვაცეცებდი და იმ ქალს ვეძებდი.
ზამთარი იყო და გვარიანად ყინავდა. სამსახურში უფროსთან შელაპარაკება მომივიდა და სამსახურიდან დამითხოვა. ძალიან გაღიზიანებული და განერვიულებული შინ წამოვედი. გზად კინაღამ ავტოავარია მოვახდინე. მთელი გზა ვიკურთხებოდი და თან უკვე ახალი სამსახურის შოვნის სირთულეზე ვფიქრობდი. როცა შინ მოვედი, კარი არავინ გამიღო. როგორც ჩანს, ნუცას მოსვლა აგვიანდებოდა, ჯიბეში დიდხანს ვიქექე, მაგრამ გასაღები ვერ ვიპოვე.
ერთხანს კართან ვიდექი და მეუღლის დაბრუნებას ველოდი. ცოტა ხანში ძალიან შემცივდა და ის იყო, ეზოში ჩასვლა და მანქანაში ჩაჯდომა გადავწყვიტე, რომ ლიფტის კარი გაიღო და ჩემი ლამაზი მეზობელი გამოვიდა, ლურჯი თვალები მომანათა და რაშია საქმეო, მკითხა. გასაღები დავკარგე, ნუცას ველოდები და იმედია, მალე მოვა-მეთქი. მანამდე კართან ხომ არ დადგები, ჩემთან შემოდიო და ბინაში შემიპატიჟა. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, უარი ვუთხარი, მანქანაში მოვიცდი ან ჩემებთან გადავალ-მეთქი. არ მომეშვა, სად უნდა იაროთ, უცხოები ხომ არ ვართო. მეც ბინაში შევყევი.
განაგრძეთ კითხვა: