17 იანვარი, 2018
"დედამთილი წამოწოლის უფლებას არ მაძლევს, უნდა რომ გავართო"
შეკითხვა ფსიქოლოგს - საღამოს, როცა სააბაზანოში მყოფ მეუღლეს ელოდები ლოგინში ჩაწოლილი და ამ დროს დედამთილი შემოვიდეს ოთახში და 3 კვირის მოყვანილ რძალს შემოგიწვეს ლოგინში, რა ჭკუაზე დადგებით მაინტერესებს და როგორ მოექცევით ასეთ ქალბატონს შემდეგში? ყველაფერს რომ გიკონტროლებს: რა გაცვია, სად მიდიხარ, თმები როგორ გაქვს გაკეთებული და ა.შ გამაგებინეთ ეს ნორმალურია? ლამის ჭკუიდან შემშალოს მისმა ქცევებმა... ამას თან ემატება ის, რომ ვარ ძალიან დაძაბული სახლში, ვაკონტროლებ ჩემს ქცევებს, არაფერი შემეშალოს, იმიტომ, რომ "ჩამშვებია" და ჩემს მეუღლეს
აწვდის ინფორმაციას ყველაფერზე.

ვარ პედაგოგი,ვმუშაობ სკოლაში. ჩემი დედამთილი მთელი დღე სახლშია. როცა სკოლიდან მოვდივარ დაღლილი და მიჩნდება სურვილი ჩემს ოთახში საწოლზე წამოვწვე და ცოტა ხნით დავისვენო, ამის უფლება არ მაქვს, იმიტომ, რომ ჩემი დედამთილი მთელი დღე მარტო იყო სახლში მოწყენილი და რომ მოვედი სამსახურიდან უნდა გავართო.

პირდაპირი გაგებით რომ ვთქვათ, უნდა ვეჭორაო. ხანდახან მართლა არ მაქვს ამის ნერვები და დასვენება მჭირდება. რა ვქნა, როგორ მოვიქცე? ძალინ მოქმედებს ჩემზე ასეთი ცხოვრება, ვატყობ, რომ ნერვები აღარ მყოფნის და ჯერჯერობით ვუძლებ, მაგრამ როდემდე გავუძლებ, არ ვიცი. ქმარს რომ ვესაუბრები ამ თემაზე, ბრაზდება და დედამთილის მხარეს იჭერს. მარტო ცხოვრებაზე სიტყვის გაგონებაც კი არ უნდა, დედიკოს ბიჭია, კარგად მართავს მას ჩემი დედამთილი... მე კი ძალინ ცუდად ვარ უკვე.

ფსიქოლოგის რჩევა
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
რადგან არ უნდა დედის მარტო დატოვება დედიკოს ბიჭიაააააა? რა უზარობააა ეს დედის პატივისცემააა
თუ ვერ გაგიგიათ რაა დედის პატივისცემა და რა დედიკოს ბიჭობა. დაე გყავდეთ თქვენ ისეთი ბიჭი რომელიც ცოლთან წავა და თქვენ მარტო დაგტოვებთ
15:11 / 17-01-2018
გამოხმაურება / 2 /
გგგ
რა ტავს იკლავ მერე გამოერიდა და დარჩეს დედამისთან.თან არ უყვარხარ
10:34 / 22-01-2018
ნატალია
ალბათ,თქვენ ქალბატონი ბრძანდებით,ჩემი წინა კომენტარის ავტორი.აღვშფოთდი,თქვენს შეხედელებაზე....რადგან მე არ მინდა,არც მეუღლის მშობლებთან ცხოვრება და არც ჩემს მშობლებთან ცოხვერბა,ეს იმას ნიშნავს,რომ ჩემს ქმარს დედა არ უყვარს და მეც მიტოვებული მყავს საკუთარი მშOბლები?!თუ,უპირატესობას ბიჭის მშობლობას ანიჭებთ და ვალდებულია რძალმა 24 საათი უყუროს ქმრის მშობლებს და საკუთარი დაივიწყოს,ვინაიდან გათხოვილი ქალია,თუ ნაკლებ საყვარელი მშობლებისათვის??როდის უნდა დასრულდეს საქართველოში მსგავსი მსჯელობა და შეხედულებები? არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს ქმრის მშობლებთან და ნებისმიერ შემთხვევაში,ამოვუდგექი მხარში,თუ მათ დავჭიღდები.....ცოლ-ქმარმა უნდა იცხოვროს ცალკე!!!!
13:28 / 25-01-2018
TOPS