15 იანვარი, 2018
ვინ არის 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებული, რომელიც სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა - "ბასიანში" მომხდარი გარჩევის დეტალები
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, კლუბ "ბასიანის" დაცვის თანამშრომლებისა და პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული, რომელიც სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, 27 წლის თამაზ ქვლივიძეა. იგი ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია.

AMBEBI.GE "ბასიანის" დაცვის უფროსის ზვიად მესხის ახლობელს ესაუბრა, რომლის ვინაობას, მისივე თხოვნით, არ ვასაჯაროვებთ:

"შემთხვევის დროს თამაზ ქვლივიძე მარტო არ იყო. ის კლუბში მეგობართან, მიხეილ სვანიძესთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც ადმინისტრაციული მუხლით გაათავისუფლეს და გაუშვეს... თამაზ ქვლივიძემ ზვიადს დანით მიაყენა ჭრილობა, პოლიციელს დანა ხელით რომ არ დაეჭირა, ახლა 5 შვილის მამა ცოცხალი აღარ
იქნებოდა. ახლა ის და სხვა დაშავებულებიც მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან, მაგრამ ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - ამბობს მესხის ახლობელი. 


განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS