ცნობილია, რომ გარდაცვლილს ოჯახის წევრები და ძალოვნები 29 დეკემბრიდან ეძებდნენ, სწორედ ამ დღეს გაუჩინარდა დათო ტორიაშვილი, მას მერე უამრავი მისი ახლობელი და მეგობარი დაიკითხა, მაგრამ რამდენიმე დღე მის კვალს ვერსად მიაგნეს.
10-დღიანი ძებნის შემდეგ გაირკვა, რომ ის სადისტურად იყო მოკლული. სამართალდამცავებმა დავით ტორიაშვილის ცხედარი ორთაჭალაში, მტკვრის სანაპიროზე იპოვეს. ირკვევა,
kvirispalitra.ge-ს ჟურნალისტი სადისტური მკვლელობის გაუხმაურებელ დეტალებზე წერს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოკლული და ბრალდებული ერთმანეთს იცნობდნენ. იმ საბედისწერო დღეს დათო ტორიაშვილი ორთაჭალაში, წითლანაძის 19 ნომერში სტუმრად მივიდა. სწორედ იქ ჰქონდა ქისტაურს ნაქირავები ბინა. როგორც ირკვევა, სწორედ ამ ნაქირავებ ბინაში მოხდა მკვლელობა. იქ სუფრა იყო გაშლილი. ქისტაურთან და ტორიაშვილთან ერთად, სუფრასთან იმყოფებოდა ქისტაურის რამდენიმე მეგობარი. ბიჭები ერთად სვამდნენ, მოკლულსა და ბრალდებულს შორის კონფლიქტი სუფრასთან დაიწყო და სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
გამოძიება არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რა საკითხზე იკამათეს ახალგაზრდებმა, ბრალში აღნიშნულია, რომ კონფლიქტის დროს შურისძიების მოტივით ქისტაურმა განიზრახა ტორიაშვილის მკვლელობა, აიღო დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეძენილი გადაჭრილი სანადირო თოფი და იქვე, მეგობრების თვალწინ ესროლა ტორიაშვილს.
თვითმხილველთა თქმით, დაჭრილი ტორიაშვილი შეეცადა კარისკენ წასულიყო და იქაურობას გაცლოდა, მაგრამ კართან მისულს, კიდევ ერთი ტყვია ესროლა. ბიჭი იქვე ჩაიკეცა, არც ამას დასჯერდა დამნაშავე, ამის შემდეგ დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, ყელი გამოჭრა. მიყენებული ჭრილობებით ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ბრალდებული კვალის დაფარვას შეუდგა, მეგობრები იხმო შემთხვევის ადგილზე. მის ბინასთან მისულებს უთხრა, რომ კაცი ჰყავდა მოკლული და სთხოვა, ცხედრის გადამალვაში დახმარებოდნენ. არც ერთი მათგანი მის წინადადებას არ დათანხმდა. თუმცა, ცხედარი ბიჭებმა ნახეს. კვალის დაფარვას თავად შეეცადა ბრალდებული. გამოძიების მასალებით, მოკლული ბიჭი ხელში აიყვანა ქისტაურმა და იქვე, ხევში გადააგდო. ამის შემდეგ მოასუფთავა შემთხვევის ადგილი და სისხლიან ნივთებს, კვალის დაფარვის მიზნით, ცეცხლი წაუკიდა წაიკითხეთ ვრცლად