12 იანვარი, 2018
"ის ამაყობს თავისი შეყვარებულით და იმით, რომ გასულ ღამეს მას ტანსაცმელი შემოახია" - მკითხველის ისტორია
"ჩემს მეგობარზე მინდა გიამბოთ. არ ვიცი, რამდენად სწორად ვიქცევი, როცა სხვის ამბავს ასე დაუფარავად ვასაჯაროებ, მაგრამ ჩემი ერთადერთი მიზანი მისი დახმარებაა. მინდა, თავისი შეცდომები გააანალიზოს და გამოსწორების გზების ძიება დაიწყოს.

პირობითად ანას 3 წელია, რაც შეყვარებული ჰყავს. სიმართლე გითხრათ, მგონია, რომ ერთმანეთთან ზედმეტად ახლოს არიან. თავიდან ვეჩხუბებოდი, სახლში ნუ დაჰყვები-მეთქი, მაგრამ უკვე ურთიერთობა ისეთ ფაზაშია, მე აღარავინ აღარაფერს მეკითხება და პირდაპირ ჩარევასაც უადგილოდაც ვთვლი, მაგრამ იქნებ ვინმემ მირჩიოს, როგორ შეიძლება დავეხმარო მეგობარს, რომელსაც ბიჭმა კაცის
იდეალი დაუმახინჯა.

მე და ანა ბავშვობიდან ვმეგობრობთ და სანამ ამ ვიგინდარას შეხვდებოდა, კარგადაც ვიცნობდი. ანა ყოველთვის გამოირჩეოდა სილამაზითა და დახვეწილი მანერებით. ამასთან, თავიდანვე ქარაფშუტა, თავზეხელაღებული გოგონა იყო, მაგრამ ფაქტების შეფასებაში არ ცდებოდა. დღეს კი მისი სამყარო ამოყირავებულია.


განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS