როცა სამოდელო სამყაროში ფეხი შედგა, კარმენ დელ ორეფაისი 15 წლის იყო, მეორე მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდებოდა. ჯერ კიდევ 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ერთ-ერთ
„ალბათ, იმიტომ, რომ ჩემს ძარღვებში ცხელი, სამხრეთული სისხლი ჩქეფს“, - იცინის კარმენი. მამამისი იტალიელი იყო, დედა - უნგრელი.
„საერთოდ, დღემდე სრულფასოვანი სექსუალური ცხოვრებით ვცხოვრობ. ვიცი, როგორ უნდა მოვიგო მამაკაცის გული. რომანტიკული სიყვარული? მხოლოდ ეს ჩემთვის ცოტაა, მე ბობოქარ ცხოვრებას ვარ მიჩვეული“, - ამბობს კარმენი. - "სექსში ისეთივე გურმანი ვარ, როგორიც კულინარიაში!“
სხვათა შორის, რაც შეეხება საკვებს, მოდელი არასოდეს მჯდარა დიეტებზე, თავის მოხდენილ გარეგნობას კი მოწესრიგებულ ნივთიერებათა ცვლას უმადლის - „ამით კმაყოფილი ვარ, რადგან არ შემიძლია კალორიების თვლა. ვგიჟდები, ისე მიყვარს გემრიელი საკვები. მიხარია, რომ წონაზე ნერვიულობა არ მჭირდება, ბრწყინვალე მეტაბოლიზმი მაქვს“.
საინტერესო ფაქტები კარმენ დელ ორეფაისის შესახებ
1. შეყვანილია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე ხანგრძლივი კარიერის მქონე მოდელი, რომელიც პოდიუმზე გამოდის.
2. ჩვეულებრივ, ქალები ცდილობენ, შენიღბონ წლების გავლენა მათ გარეგნობაზე, კარმენი აქაც გამონაკლისია. თმასაც არ იღებავს. ვერცხლისფერი თმა მის საფირმო ნიშნადაც კი იქცა.
3. დაწერა წიგნი - „იყო ლამაზი: საიდუმლოებები და ხრიკები, რომლებიც მოდელად მუშაობის 40 წლის განმავლობაში ვისწავლე“.
4. სამჯერ იყო გათხოვილი. 1980-იანი წლების ბოლოს ტელეწამყვანმა დევიდ სასკინდმა სთხოვა ცოლობა, მაგრამ 1987 წელს ტელეწამყვანი გულის შეტევით გარდაიცვალა.
5. ერთხელ სალვადორ დალიმ კარმენს თავისი მუზაც კი უწოდა.
კარმენი 1931 წელს დაიბადა. მისი სილამაზის საიდუმლო ძალიან მარტივია: მას უყვარს ბევრი ძილი და ცურვა. ასაკს კი ჩვეულებრივად და უმტკივნეულოდ იღებს. და არ მალავს თავის მთავარ „საიდუმლოს“: „რა თქმა უნდა, დროდადრო პლასტიკური ქირურგის დახმარებას მივმართავ. დროთა განმავლობაში ხან რაა შესასწორებელი, ხან - რა“.
ერთხელ ჟურნალისტის შეკითხვაზე, როგორ ისურვებდა სიკვდილს, ასაკოვანმა ლამაზმანმა უპასუხა: „მაღალქუსლიან ფეხსაცმელებში“.
„მე ბრწყინვალე ცხოვრება მქონდა! ბევრი ქალი იცით, ვისი საპენსიო წიგნაკის ფოტოც ნორმან პარკინსონმა გადაიღო?“- ეს მშვენიერი კარმენ დელ ორეფაისის სიტყვებია, ქალის, რომელიც ასაკის მიუხედავად, დღესაც აქტიური მოდელია.