10 იანვარი, 2018
"სხვა მიყვარს, მაგრამ შვილების გამო ოჯახს ვერ ვანგრევ"
რედაქციაში ახალგაზრდა ქალმა მოგვწერა წერილი, რომელსაც მცირე შემოკლებით გთავაზობთ:

"მყავს მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი, მაგ­რამ მინ­და გითხ­რათ, რომ ქმრის გვერ­დით ერ­თი დღეც არ ვყო­ფილ­ვარ ბედ­ნი­ე­რი.

ჩემზე 15 წლით არის უფროსი, პატარა გოგოს თავბრუ ადვილად დამახვია, მაგრამ ქორწინების პორველივე ღამეს მივხვდი, რომ არასწორი არჩევანი გავაკეთე. მაგრამ იძულებული ვიყავი ბედს შევრიგებოდი, მერე ბავშვიც გაჩნდა, პირველს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე... ცოლ-ქმრული ცხოვრება სატანჯველ მოვალეობად მექცა, ძალადობის მსხვერპლად უფრო ვგრძნობდი თავს, ვიდრე სასურველ მეუღლედ... ჩემს სიცივეს ისიც გრძნობდა, სმა დაიწყო და
კიდევ უფრო აუტანელი გახდა
ჩემი ცხოვრება.

ყველა კაცი მოძალადე მეგონა და მათი დანახვა არ მინდოდა, ვიდრე სრულიად შემთხვევით სხვა არ გამოჩნდა ჩემ ცხოვრებაში. ყველაფერი მოულოდნელად მოხდა, მეგობართან გავიცანი, მერე სოციალურ ქსელში მიპოვა, თავიდან საკამოდ უხეშად ვცადე თავიდან მომეშორებინა, მაგარამ ამის მიუხედავად ისეთი თბილი და მომთმენი იყო, ბოლოს და ბოლოს გაქვავებული გულიც გამითბა...


განაგრძეთ კითხვა:

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS