08 იანვარი, 2018
"როგორც კი გამვლელები ჩავერიეთ, გაიქცა ბავშვთან ერთად" - სოციალურ ქსელში მოძალადე ძიძის ფოტო ვრცელდება
ინტერნეტ-მომხმარებელი ეკა კოკიჩაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს და პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ფოტოზე გადაღებულია ძიძა, რომელიც მცირეწლოვან ბავშვს შეურაცხყოფას აყენებდა.

"რამოდენიმე წუთის წინ, ვაჟა ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე (ვაჟა ფშაველას 71-ის წინ) ფოტოზე ასახული ქალი ლანძღავდა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა (ტუჩებში და სხეულის სხვა ნაწილებში ურტყავდა) დაახლოებით 2-3 წლის ბავშვს (შეგნებულად ვფარავ ბავშვის სახეს თუმცა ნაცნობები წესით ჩაცმულობითაც იცნობენ). სავარაუდოდ არის ძიძა.

ასე რომ, გთხოვთ, ვინც დედების სხვადასხვა ჯგუფებში ხართ დამატებული გაავრცელეთ.

თუ თვითონ დედაა, იქნებ
ოჯახის ახლობლებმა ნახონ და ცოტა აზრზე მოიყვანონ.

როგორც კი გამვლელები ჩავერიეთ, ფაქტობრივად გაიქცა ბავშვთან ერთად, ამიტომ სხვაგვარი რეაგირება ვერ მოვასწარით" - წერს კოკიჩაშვილი.
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS