თავდაპირველად, ყველა სიმპტომი გაციებას ჰგავდა, ბიჭი თავს 3 კვირა გრძნობდა ცუდად, რის შემდეგაც გარდაიცვალა.
მისი ცხოვრებისა და სიყვარულის ისტორიას პორტალი The Sun ყვება.
ტრისტანის გადარჩენა უკვე შეუძლებელი იყო, ექიმებმა მას მხოლოდ ერთი შეკითხვა დაუსვეს: რისი მოსწრება სურდა სიკვდილამდე? მამაკაცმა უპასუხა, რომ მას საყვარელ ქალზე, რებეკაზე ქორწინება უნდა მოესწრო.
წყვილს 5-წლიანი ურთიერთობა აკავშირებდა, ქორწილი რამდენჯერმე გადადეს. ახალი ოჯახი კი 8
ბიჭი ვეტერინარობას სწავლობდა და ცხოველების საკუთარ კლინიკაზე ოცნებობდა. სიკვდილამდე 6 თვით ადრე მან სამსახური იპოვა და რებეკასთან ერთად შესაფერის სახლს ეძებდა. ახლა გოგონას ქმრის გეგმების განხორციელება სურს.
ანა გარელი