და კიდევ ერთი: ვფიქრობ, ჩემი ბიოლოგიური დედა საქართველოში არ ცხოვრობს, ემიგრანტი მგონია და თუ ვინმე ჩემს ისტორიას წაიკითხავს, ყველას გთხოვთ, ხმა მიაწვდინოთ!" - 33 წლის თამთამ თავის უდიდესი ტკივილი გაგვიზიარა...
- მე თამთა ვარ, 33 წლის. პირადობის მოწმის მონაცემებით, დავიბადე 1984 წლის, 14 დეკემბერს. ბიოლიგიური დედის შესახებ უკვე ხუთი წელია ვიცი. სრულიად შემთხვევით გავიგე.
- შემთხვევით როგორ გაიგეთ?
- სისხლის
- ბოლოს ვინ გაბედა, სიმართლე რომ ეთქვა?
- სიმართლეს არავინ მეუბნებოდა, ამ თემაზე საუბარს ყველა ერიდებოდა. ბოლოს ჩემმა მეგობარმა გაბედა და მითხრა. მან დიდი ხნის განმავლობაში იცოდა, ნაშვილები რომ ვიყავი. ბოლოს ახსენა ავთო ბუბუტეიშვილი. თურმე ეს კაცი იყო ჩარეული ჩემს საქმეში. მე ამ სახელმა და გვარმა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში მიმიყვანა. აღმოჩნდა, რომ ეს კაცი იყო ამ სახლის დირექტორი იმ დროს, როცა მე ვიყავი ჩვილ ბავშვთა სახლში მიბარებული...
- გამზრდელი დედა როგორ შეხვდა ამ ამბავს, სიმართლე რომ შეიტყვეთ?
- მე მასთან არ მილაპარაკია ამ თემაზე. ვიცი, რომ სიმართლეს არ მეტყვის. ამიტომ ვარ მარტო ამ ბრძოლაში და ასე ვეძებ ბიოლოგიურ დედას... არაფერი შეცვლილა გამზრდელ დედასთან, ისევ დედა-შვილი ვართ. არც მომავალში შეიცვლება არაფერი... ასევე ვარ გამზრდელ მამასთან... ბიოლოგიურ დედას საყვედურისათვის არ ვეძებ! უბრალოდ მინდა მოვძებნო, მივიდე მასთან. მისი ფოტო არ მაქვს. მხოლოდ მისი დარქმეული სახელი ვიცი – დიანა მქვია ნამდვილი სახელი.
- ეს საიდან გაიგეთ?
განაგრძეთ კითხვა: