07 იანვარი, 2018
"ქმარი ფეხმძიმეს მცემდა... მემუქრებოდა, მამაჩემთან გამოგკეტავ ფსიქიატრიულშიო" - ძალადობის მსხვერპლი, 22 წლის გოგონას მძიმე ისტორია
ქუთაისში მცხოვრები 22 წლის დეა გოშხეთელიანი, რომელიც ყოფილი მეუღლის დაპატიმრებას ითხოვს, "ფეისბუქზე" ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც ჰყვება, თუ როგორ ძალადობდა წლების განმავლობაში მასზე ყოფილი ქმარი. მისი ინფორმაციით, მოძალადე პოლიციამ დააკავა, თუმცა, ქუთაისის სასამართლომ ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. როგორც გოშხეთელიანი წერს, გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მისი ყოფილი მამამთილის გავლენებს უკავშირდება.

"რა თქმა უნდა ველოდი კიდეც, რომ საზოგადოების ნაწილი ჩემს წინააღმდეგ იქნებოდა, ნაწილი კი ჩემს მხარეს.

მინდა ცოტა უფრო ვრცლად ვისაუბრო ამ თემაზე, რათა ნაკლები კითხვის ნიშნები იყოს.
2009 წელს ეს ადამიანი იყო დაჭერილი პოლიციასთან დაუმორჩილებლობის გამო, ის ფეხმძიმობაშიც მცემდა როგორც პირველ ბავშვზე, ასევე მეორე ფეხმძიმობის დროსაც (სამწუხაროდ მეორე ბავშვი მომეშალა). იყო გამუდმებული ზეწოლა ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე, დასცინოდა და ლანძღავდა ყველა ჩემს ახლობელს, მეგობარს, ნათესავს...

შევსწრებივარ შემთხვევას, როდესაც საკუთარ დედასაც შეხებია ხელით (ამას მხოლოდ ერთხელ შევესწარი,კერძოდ ყურებით "ითრია")
და თქვენ დასვამთ კითხვას , რატომ არ ავდექი და უბრალოდ არ წამოვედი: ამაზეც გიპასუხებთ... რამდენჯერაც ვცადე ცემის ფაქტი დამეფიქსირებინა თუნდაც სამართალდამცავ ორგანოებში, თუნდაც ვინმე ახლობელთან, იმდენჯერ ტელეფონი წამართვა, სახლის კარი ჩამიკეტა (გაქცევის მცდელობა მქონდა თუმცა უშედეგოდ) და მემუქრებოდა მსგავსი ტექსტით: "მე გაგლახე? რა სისულელეა, აბა დამიმტკიცე, მამაჩემთან გამოგკეტავ ფსიქიატრიულში, ჩემს გარეშე არარაობად გაქცევ, გაგამწარებ, დამშორდები და არ გაგახარებ, ბავშვს წაგართმევ, ციხეში გამოგამწყვდევ (რა მოტივით არ ვიცი) " და ასე შემდეგ.

სვამდა საძილე აბებს(რომლის ფოტომასალა მაქვს), სახლში ჰქონდა იარაღები, მათ შორის საკუთარი ხელით ნაკეთი უწვრილესი დანა, რომელიც მისი თქმით იწვევს შინაგან სისხლდენას და ადამიანის ძალიან მალე სიკვდილს;


შევსწრებივარ ფაქტს, როცა მამამისმა(გოჩა ბაკურაძემ) ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოუგზავმა რაღაც წამალი
რომელიც ქაღალდებში იყო საგულდაგულოდ გახვეული და გააფრთხილა ეს არსად აჩვენო ურეცეპტოდ არ გაიცემაო.
ჰქონდა მცდელობა რომ ძალდატანებით ჩემთვის დაელევინებინა უცნობი წამლები - კერძოდ, სუსტად გამოიყურები
მოძლიერება გჭირდებაო და ამ თემაზე სერიოზული ჩხუბის შემდეგ პირობა დამადებინა რომ მის მიერ მიტანილ "ვიტამინებს" დავლევდი- როდესაც მომიტანა ეს "ვიტამინები", მე ანოტაციის კითხვა დავიწყე და ამაზე სერიოზულად მეჩხუბა და უნდობლობაში დამადანაშაულა. შემდეგ მის თვალწინ დამალევია ერთი, მეორე დღეს მეორე და მერე უკვე როცა ვახერხებდი და თითონ არ მიყურებდა ამ

წამალს ვაგდებდი ნაგავში და ჩუმად ვატყუებდი ვითომ დავლიე. იყო შემთხვევა, როცა ჰაიმორიტიანი და ფეხმძიმე(მეორე ბავშვზე) სახლიდან გამომაგდო იმის გამო, რომ ლოგინში მწოლიარემ ტანსაცმელი ვერ გავუუთოვე. ხოლო მამამთილმა როცა გაიგო რომ მეორე ბავშვზე ვიყავი ფეხმძიმედ, თავის ცოლს(ჩემს დედამთილს) ტელეფონში უყვიროდა და უშვერი სიტყვებით ლანძღავდა და აგინებდა.

საბოლოოდ, დაშორების დღეს, ჯერ გავარკვიე რომელ საათზე დაბრუნდებოდა სახლში, როცა დავრწმუნდი მისი საუბრიდან,რომ გვიან მოვიდოდა, ავედი სახლში, ჩუმად ჩავალაგე ბარგი, დავწერე წერილი .სახლიდან უნდა გავსულიყავი , როდესაც ნათქვამ დროსთან შედარებით ძალიან ადრე მოვიდა და მომისწრო, მცემა, მმხრჩობდა, ტელეფონი წამართვა, კარები ჩამიკეტა, საბოლოოდ მისი ტელეფონიდან შევძელი ოთახში ჩაკეტილმა პაატრულში დარეკვა. დარეკვისთანავე დაწყნარდა, დამშვიდდა, ვითომც არაფერი მომხდარიყოს სახლიდან წასვლა მთხოვა მშვიდად და წყნარად. 26 ივლისს შემაკავებელი ორდერი გავაკეთე, ვერ დავუმტკიცე ფიზიკური ძალადობის ფაქტი, მხოლოდ ვიდეოჩანაწერი მქონდა, სადაც სიტყვიერ შეურაწყოფას მაყენებს არნახული აფექტური სახით და ცდილობს ხელის დარტყმას თუმცა ვიდეოს დანახვისთანავე ხელს დაბლა სწევს.

დაშორების შემდეგ იყო გამუდმებული ზეწოლა ჩემს ყოველ ნაბიჯზე, გამუდმებული კრიტიკა, ლანძღვა-გინება თუნდაც საკუთარი დაბადების დღის მეგობრების წრეში აღნიშვნის გამო. საკუთარი შვილის თანდასწრებით ლანძღვა-გინება, ყვირილი. ბავშვის თანდასწრებით ლანძღვა-გინების ფაქტი იყო როგორც მისი მხრიდან, ასევე დედამისის მხრიდან, რომელიც ბავშვის თანდასწრებით მიყვიროდა ჩემი შვილია შენი კიარა , შენ სუროგატი დედა ხარო, მე წმინდანი ვარ ზუსტადაცო(ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ე), ბოზი ხარო რადგან სიგარეტს ეწევიო ბოზთან ასოცირდებიო და ასე
შემდეგ. დაშორების შემდეგ ბავშბის თანდასწრებით ამ ლანძღვა-გინებას ბევრჯერ შესწრებიან ჩემი მეგობრები, რომლებიც თან მყავდა წაყვანილი ბავშვის წამოსაყვანად როცა მივიდოდი. (მოგახსენებთ, რომბავშვი დაუკითხავად წაიყვანა ბაღიდან დაშორების შემდეგ და არ მატანდა მანამ სანამ სასამართლოში არ შევიტანე სარჩელი და სარჩელის შეტანის
შემდეგაც მემუქრებოდა რომ თუ სარჩელს არ გამოვიტანდი ბავშვს არც კი მაჩვენებდა).

ბოლო დროს ამ ლანძღვა გინებას აღარაფრის გამო აღარ ვუტარებდი და არც ვუთმობდი. კიდევ უამრავი მსგავსი შემთხვევის გახსენება შემიძლია უფრო ვრცლადაც. თუ ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებს გავითვალისწინებთ სწორედ მაგიტ ვერ დავშორდი 2017 წლის ზაფხულამდე, სწორედ მაგიტომ გონივრულად მეშინია მამამთილის გავლენების და
სწორედ მაგიტომ მეშინია ჩემი ყოფილი მეუღლის მოვარდნის და ჩემი მოკვლის.

მე მინდოდა ხალხისთვის მიმეწვდინა ხმა, რადგან ჩემი ეჭვი გამართლდა (გირაოს შესახებ) და სავარაუდოდ მამამისის დიდი გავლენის ფონზე ის გირაოთი გამოუშვეს. 3 წლის უკან ჩემს უნივერსიტეტში ლექტორი მოკლა თავისმა ყოფილმა ქმარმა, იმ ქალს ვეღარ გავაცოცხლებთ და მე არ მინდა სიკვდილი" - წერს დეა გოშხეთელიანი.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

განაგრძეთ კითხვა:

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS