"ფეისბუქზე" ვრცელდება ვიდეო, რომელზეც ასახულია, როგორ ეწევა ოჯახის წევრების თანდასწრებით მცირეწლოვანი ბიჭუნა. ამის უფლებას და საშუალებას ბავშვს აძლევენ თავისივე მშობლები, რომლებიც აქეზებენ პატარას საქციელს, მეტიც სიხარულითა და ხუმრობით ეხმაურებიან ამ ფაქტს.
"რაფერი კაი ტიპია, გადაუღე"; "მიდი მოწიე, ძმა"; "შენ ხარ იმენა ჯიგარი ტიპი" - აქეზებენ უფროსები არასრულწლოვანს, რომლის ასაკიც იდენტიფიცირებული არ არის, თუმცა, ის სავარაუდოდ სამ წლამდე ასაკის იქნება. როგორც საუბრიდან ირკვევა, ოჯახის წევრებს შორის, სავარაუდოდ, ბავშვის მშობლები და დეიდა არიან.
ბავშვის საუბრის მანერაც და
მიმიკებიც აგრესიულია - "რატომ მეკაჩავები? არ შეგეშალოს არაფერი! გაიგე?" - ამბობს ბიჭუნა, მის ამ რეპლიკებს კი უფროსები სიცილით ხვდებიან.
განაგრძეთ კითხვა: