ოფიცრებმა ქორწინების სახლი კონტრაქტზე ხელის მოწერამდე ცოტა ხნით ადრე შტურმით აიღეს.
გარიგებაში მონაწილე 11 ადამიანი დააკავეს, გაქცევა მხოლოდ საქმრომ მოახერხა.
საქმის გამომძიებელი პოლიციელი, გულზარ მარი ჰყვება: "19 დეკემბერს, 11 საათისთვის შემოვიდა ინფორმაცია, რომ არასრულწლოვან გოგონას 50 წლის მამაკაცზე ათხოვებდნენ. ჩვენ მეჰარას სახლისაკენ გავეშურეთ. შუამავალმა საქმროსგან 450$, პატარძლის ოჯახიდან კი 220$ მიიღო".
პატარძლის დედამ, მასმათ ნაბიატმა განაცხადა, რომ ის ქალიშვილის გათხოვებაზე თანახმა
ფინანსური პრობლემების გამო, ქმრის მკურნალობისთვის აღებული კრედიტის დაფარვა ვერ შეძლეს. ადამიანები, ვისგანაც კრედიტი აიღეს, ემუქრებოდნენ სახლის გაყიდვით, რათა გაცემული ვალი დაებრუნებინათ.
"მუჰამედ მეჰარი დაგვიკავშირდა და შემოგვთავაზა - თუ ჩვენს ქალიშვილს ცოლად გავატანდით, ის 7 000 $ გადაგვიხდიდა. მე და ჩემს ქმარს არ გვინდოდა ქალიშვილს ასე მოვქცეოდით, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვქონდა. საქმრომ ისიც გვითხრა, რომ არანაირ მზითს არ ელოდა და ქორწილის ხარჯებსაც თავად გაისტუმრებდა".
სინდის პროვინციის პოლიციამ საქმე ბავშვების ქორწინების აკრძალვაზე ადგილობრივი კანონის შესაბამისად დაარეგისტრირა. ყველა დაკავებული სასამართლოს წინაშე წარსდგება.
პოლიციამ მომხდარში მონაწილე ყველა პირი დააკავა, მათ შორის პატარძალი და მისი ბაბუაც. ისინი გამოძიების დასრულებამდე ციხეში დარჩებიან.
კანონის თანახმად, პაკისტანში ბავშვებზე დაქორწინება დანაშაულად ითვლება. კანონის დარღვევისთვის მინიმუმ 2-წლიანი პატიმრობაა დაწესებული.
იუნისეფის შეფასებების თანახმად, პაკისტანში 3%-მდე გოგონებს 15 წლამდე, 21%-ს კი 18 წლამდე ასაკში ათხოვებენ.
ანა გარელი