26 დეკემბერი, 2017
"მოხუცი თვალებს არ უჯერებდა" - ქართველი მორაგბეების საგმირო ამბავი
ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თბილისში მომხდარი, საოცარი ისტორიის შესახებ წერს.

"ხომ ვამბობდი, რომ თბილისში პატიოსანი ადამიანები ცხოვრობენ?
აგერ, ამ საღამოს რაგბის კლუბ "ლოკომოტივის" მორაგბეებმა აბანოთუბანთან საფულე იპოვნეს, სადაც 1500 ლარი და პირადობა იდო.

მათ პატრონის მოსაძებნად საფულე პატრულს გადასცეს. მოხუცი კაცი ცოტა ხანში გამოჩნდა კიდეც და თვალებს არ უჯერებდა, რომ საკუთარი საფულე ნახა.

აი, ეს პატიოსანი ბიჭები, რომლებსაც ფოტოს გადაღება არ სურდათ და დიდი თხოვნის შემდეგ გადავუღე:
ფარნავაზ გასვიანი
დაჩი კოპაძე
ლევან დარასელია
გიორგი აფციაური
ზვიად მაისურაძე
ერიკ ღვინჯილია
დიდი მადლობა მათ".
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
N
გაუმარჯოს ასეთ ღირსეულ ადამიანებს! თუმცა აგვარი ქმედება გარკვეულ რისკთანაც არის დაკავშირებული, ვინაიდან არსებობენ ისეთი არაადამიანები, რომლებიც მსგავს შემთხვევებს განზრახ ქმნიან ფულის გასაკეთებლად. დეტალებისგან თავს ვიკავებ.
16:32 / 31-12-2017
გამოხმაურება / 0 /
ისრეელიდან
გაიხარეთ, ეს პირველი არ არის თბილისში რომ ხდება მომეცა შემთხვევა რომ დამეწერა ჩემს სამსახურში კომპიუტერების შემკეთებელმა მკითხა საიდან ვარ მეც ვუპასუხე საქართველოდან , მომიყვა რომ საქართველოში ტურისტულად იყო თბილისიდან რომ გაემგზავრა ბათუმში ნახა რომ სუმკა საბუთებით და ფულით დაკარგა სასტუმროს დაუკავშირდა თბილისში და ტაქსი სასტუმროდან რომ გამოუძახეს იქ დარჩენია ისევე ხელ მოუკიდებლათ გადაუციათ მთელი დხე უცდია ტაქსის შოფერს არ უმუშავია რომ სუმკა გადაეცა ფული დოლარები საკმაოდ ბევრი ყოფილა
14:16 / 28-12-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS