თვითონ იმასაც ვერ წარმოიდგენს, რომ ადამიანი შეიძლება სხვანაირი იყოს – სხვაზე არ იზრუნოს, ღირსებას უღალატოს, სიყვარული შებღალოს. ეს ხომ სავსებით ბუნებრივია: ცოცხლობდე, გიყვარდეს,
– მეუბნებიან, თქვენი სიყვარულიო... როგორ გეკადრებათ, ჩვენ არტისტები ვართ და ჩვენი სიყვარული ჩანდა, თორემ საქართველო სიძულვილმა კი არ შემოინახა... სიძულვილი ანგრევს ქვეყანას. ოჯახები, ტრადიციები – ეს არის სიყვარული, რომელზეც დგას საქართველო... არტისტი თუ ცუდს ჩაიდენს, ისიც მაგრად ჩანს.
და სწორედ იმიტომ, რომ ყველაფერი "მაგრად ჩანს", კახი კავსაძესთან ხალხმა იპოვა "გაიშვიათხილებული" ფასეულობები. სწორედ ამიტომ არ სწყინდებათ მისი ცხოვრების ამბის კიდევ და კიდევ მოსმენა:
– ჩემი ბავშვობაა: მე, ჩემი ძმა და დედა, მამა კი სადღაც გვერდითაა – ხან ჯარში, ხან დაჭერილი. მთელი ბავშვობა ვფიქრობდი, მამა ყველაზე ლამაზი, ყველაზე ძლიერი, ყველაზე ნიჭიერი და საიმედოა-მეთქი. ღონიერი ვიყავი, მაგრამ სულიერი დასაყრდენი უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ასეთი კი დედა გახლდათ, მერე ბელა...
განაგრძეთ კითხვა: