დიმიტრი შვანგირაძის შვილიშვილი, ლიკა შვანგირაძე „რეიტინგს“ ესაუბრა:
"ბებო 10 წლის წინ გარდაიცვალა, ბაბუა მას შემდეგ სულ სიკვდილს ნატრობდა. ავად არ იყო, უბრალოდ ჯავრმა მოკლა, სიყვარულმა შეიწირა, როგორც თავად ამბობდა, გულმა უმისობას ვეღარ გაუძლო.
ბაბუას რთული ცხოვრება ჰქონდა. 7 წლის ასაკში თვალწინ დაეწვა 1 წლის ძმა. ამან მის პიროვნებაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა... ახალგაზრდობაში რუსეთში ცხოვრობდა, სანკტ-პეტერბურგში
შემდეგ გამომძიებელი. მერე სამშობლოში დაბრუნდა, მისი მშობლები ქალაქში თავს ცუდად გრძნობდნენ, იძულებული გახდა სოფელში გადასულიყო და დარჩა კიდეც იქ. ჩვენთან იშვიათად ჩამოდიოდა.
ამბობდა, სადაც ჩემი ცოლი მოკვდა, იმ ადგილს არ მოვშორდებიო. წერილი ბებიის ფოტოს გვერდით ვიპოვეთ", - ამბობს ლიკა.