14 დეკემბერი, 2017
ოჯახმა ქორწილისთვის 40 000$ დახარჯა და 300 სტუმარი დაპატიჟა - პატარძალმა კი ყველა შოკში ჩააგდო
ავრორა გარსია და რაფაელ მარტინესი ოცნების ქორწილს გეგმავდნენ. დღესასწაულის ორგანიზმებისთვის 40 000$ დაიხარჯა, მიწვეული იყო 300 სტუმარი.

ყველაფერი იდეალურად დამთავრდებოდა, რომ არა სიახლე, რომელიც პატარძალმა დღესასწაულამდე შეიტყო.
Rating
ქორწილის ცერემონიალზე პატარძალი უხასიათოდ იყო. მას შემდეგ, რაც წყვილმა ერთმანეთს თანხმობა განუცხადა, გარსია სცენაზე ავიდა.

ავრორამ ყველა დამსწრე სტუმარსა და ნათესავებს, რომლებიც ზღაპრული ქორწილის ორგანიზებაში დაეხმარნენ, მადლობა გადაუხადა. ასევე აცნობა, რომ თითოეული სტუმრისთვის მას პირადად ჰქონდა საჩუქარი. ყველა სკამის ქვეშ სტუმრებისთვის განკუთვნილი ბარათი იყო მიკრული. გოგონამ მათ ბარათების
გახსნა სთხოვა.
Rating
მსგავსი მოულოდნელობით დაინტრიგებულმა სტუმრებმა საჩუქრები აიღეს.

ბარათში ნახეს საქმროს 2 ფოტო, რომლებზეც ჩანდა, როგორ ღალატობდა ის საცოლეს ერთ-ერთ დაქალთან.
ერთ ფოტოზე ერთმანეთს კოცნიდნენ, მეორეზე კი სასტუმროდან გამოდიდნენ.

სტუმრების რეაქციის ნახვის შემდეგ, გოგონა მოღალატეებს მიუბრუნდა და უთხრა: "დატკბით თქვენი ქორწილით, ეს თქვენი დროა! გილოცავთ".

ავრორა ეჭვობდა, რომ მის დაქალსა და საქმროს შორის რაღაც ხდებოდა, ამიტომ ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე დეტექტივი დაიქირავა, რომელმაც ეს საშინელი საიდუმლო გაუმხილა.
Rating
ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მას გათხოვების სურვილი აღარ ჰქონდა. მაგრამ მოღალატეების მხილებისთვის, ქორწილის ხარჯები გააორმაგა და ყველაფერი ბოლომდე მიიყვანა.

საბოლოოდ, ქორწილი გაუქმდა. პატარძალმა საჩუქრები სტუმრებს დაუბრუნა, საქმრო კი შეეცადა უკვე ყოფილი ცოლის დაბრუნებას.

მაგრამ ავრორა, მათ მიერ დაგეგმილ თაფლობისთვეზე გაემგზავრა - მარტო.

თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს პატარძლის მხრიდან სწორი საქციელი იყო?

ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
მაია
ცდებიტ ეს ამბავი ამერიკასჰი მოხდა ოგონდ პერსონაჯებს სხვა საელები ერკვა და სიტუაციაც პირიკიტ იყო კალმაუგალატა მამაკაცს და მამაკაცმა ფოტოებიტ იდზია სჰური რატომ ამახინჯებტ ისტორიას?
05:35 / 28-12-2017
გამოხმაურება / 0 /
ნიანია
ყოჩაღ ავრორას!:)
05:01 / 15-12-2017
გამოხმაურება / 0 /
კიიიი სოწერე საქციელი იყოოოოო
მალადეეეეეეეეეეეც პატარძალი დაქალის მაგიერ სხვა რომ ყოფილიყო გავამტყუნებდი აი დაქალის პონტსი კიიიი საშინელებააააა
18:51 / 14-12-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS