წყვილმა ერთად გადაწყვიტა ისე შეცვლა, რომ მათი ცნობა რთული ყოფილიყო.
ზუსტად 18 თვეში მათ ერთად 181 კგ. დაიკლეს.
"დაგეგმილი კვება არ გვქონდა და არც ქირურგთან გავქცეულვართ, პირადი მწვრთნელიც არ გვყავდა. მაგრამ ის, რაც გვქონდა, გულითადად მუშაობის მოტივაცია იყო. გვსურდა, მშობლები გავმხდარიყავით და ერთად დიდხანს, ბედნიერად გვეცხოვრა".
წყვილმა 2015
ცოლ-ქმარმა კვირაში 5-6-ჯერ სპორტ დარბაზში სიარული დაიწყო. 12 თვეში კი საკუთარი წონის ნახევარი დაიკლეს.
ინსტაგრამზე ლექსის უკვე ჰყავს 505 ათასი გამომწერი, რომლებიც მის წონაში კლებას თვალყურს ადევნებდნენ. ბევრი მომხმარებლისთვის ის საკუთარ თავზე მუშაობითა და სიმტკიცით შთაგონების წყარო გახდა.
"თავს ძალა დაატანეთ, რათა კომფორტის ზონიდან გამოხვიდეთ".
რთული დასაჯერებელია, რომ ამ გოგონამ 140 კგ. დაიკლო
"და თქვენ ასრულებთ საახალწლო გეგმებს?"
მათი პრობლემა არა დაავადება და გენეტიკა, არამედ არაჯანსაღი კვება იყო.
ახლა კერძებს თავად ამზადებენ - აშშ-ში ეს იშვიათობაა.
"ამ ცხოვრებით არ უნდა იცხოვრო, ლექსი" - ეუბნებოდა გოგონა საკუთარ თავს.
"შენ შეგიძლია საკუთარი მომავალი შეცვალო, ამიტომ ადექი, წადი სპორტ-დარბაზში და აჩვენე ყველა ადამიანს, ვისაც შენში ეჭვი ეპარება, რომ ეს შეგიძლია".
"დაუმტკიცე მათ, რომ ცდებიან".
"გარშემო შემოიკრიბეთ ადამიანები, რომლებიც თქვენში მშვენიერებას ხედავენ მაშინაც კი, როცა ამას თავად ვერ ამჩნევთ".
ანა გარელი