12 დეკემბერი, 2017
"დაემუქრნენ კიდეც - თუ თანხას არ გადაიხდით, თქვენვე დაზარალდებითო" - პაციენტის "გაწეწვის" ახალი მეთოდი?!
როგორ დაუანგარიშა იაშვილის კლინიკამ 16 წლის მოზარდს სამდღიან სამედიცინო მომსახურებაში 1785 ლარი?

"რატომ ითხოვს იაშვილის კლინიკა გასამმაგებულ თანხებს პაციენტის მკურნალობაში და რომელი სტანდარტით დგინდება მოგების ასეთი მარჟა? ეს არის საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სტანდარტი?!"

სამედიცინო სფეროში ფინანსური მანიპულაციები რომ სიახლეს არ წარმოადგენს, ეს არც ისე დიდი ხნის წინ დაადასტურა პარლამენტის წევრმა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ, რომლის განცხადებითაც, საყოველთაო ჯანდაცვა საავადმყოფოებისთვის გამდიდრების წყაროდ იქცა. ამ განცხადებიდან ცოტა ხანში სახელმწიფო დაზღვევის პირობები შეიცვალა კიდეც, თუმცა, ჩნდება ეჭვი,
კლინიკებმა ახალი ფინანსური სქემები შექმნეს
- პაციენტებს ისეთი სტანდარტებით უთვლიან მკურნალობის ხარჯებს, რომ გამოუვალ მდგომარეობაში აგდებენ და აიძულებენ, ფინანსური დახმარებისთვის მიმართონ სახელმწიფო ორგანოებს. სავარაუდოდ, ამ მეთოდს კლინიკები იმ სახელმწიფო სახსრების კომპენსაციისთვის იყენებენ, რომელიც მათ სახელმწიფო დაზღვევის პირობების შეცვლის შედეგად ჩამოაკლდათ.

ორი თვის წინ "კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორის მოადგილე ლია იაკობაშვილი­ სამედიცინო დაწესებულების მიერ ფინანსური მანიპულაციების ეპიცენტრში აღმოჩნდა და დეტალებზე თავად გვიყვება:

- 2017 წლის 25 სექტემბერს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გორის დედათა­ და ბავშვთა ცენტრი­დან თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში 16 წლის ნანა ეშმაკურა­შვილი გადმოიყვანა. მოზა­რდი თავბრუსხვევასა და წონასწორობის დაკარგვას უჩიოდა. 

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS