08 დეკემბერი, 2017
"ბედის კვერები" - უძველესი ქართველების საახალწლო რიტუალი
ეთნოგრაფის, მკვლევრის – გიორგი გიგაურის დაწერილი თემა - "ხალხურ კულტურებში არქეოასტრონომიული კვალი". ამერიკაში ერთ-ერთ წიგნში -"Handbook of Archaeostronomy and Ethnoastronomy 2014" შევიდა... წიგნი ძალიან ძვირადღირებულია, რის გამოც საქართველოში ვერ შეიძინეს. ამ წიგნში ათი გვერდი საქართველოზეა...

გიორგი გიგაური გვიამბობს უძველეს დროში საქართველოში რა საახალწლო რიტუალები ჰქონდათ...

- ეთნოგრაფიული კულტურა ძველი დროიდან მოდის და ზოგგან ახლაც არის შემორჩენილი... ასტრალური იგივე ,,ღვთაებრივი“ სიმბოლო-ნიშნებით არის შემკული სარიტუალო პურ-საწირის და ,,ბედის კვერების“ ზედაპირები, რომლებიც თავისებურ რიტუალის დროს გამოიყენებდნენ. ახალ წელს
ხევსურეთში და თუშეთში ,,წელწადი“ ჰქვიან, რაც ძველი წლის ,,წადი“-ს (წასვლას) დროს ასრულებდნენ უხუცესები და სახლის უფროსი ადამიანები. რიტუალი შემდეგნაირად არის: საახალწლოდ მომზადებული და სულიერად მარხვით განწმედილი საკულტო მსახური ჯვარ-სალოცავის დარბაზში ათენებს ღამეს.

დილით ადრე (ახალ წელს) თვითოეული ოჯახიდან მოდის ერთი მამაკაცი, მოაქვს ,,ბედის კვერები“, რომელზეც ,,ღვთაებრივი“ სიმბოლოებია დაჭვრეთილი. ხუცესი აკურთხებს ,,ბედის კვერებს“ და თვითოეულ ოჯახში მივა (ან ოჯახის უფროსი) და თავის ,,ბედის კვერებს’’ სახლის კარებში შეაგორებს და დალოცავს ოჯახს. მსგავსია თუშეთის ტრადიციაც ,,ჭერში ჭყეტია“, რომელიც ბედის კვერს ეხება და ასევე ახალ წელს სრულდებოდა.

,,ბედის კვერის“ ზედაპირის სიმბოლოებით შემკობაც ტრადიციულად უხსოვარი დროიდან მოდიოდა. ე.წ. ,,კვერა-ბერა“ სამი ცალი იყო.

მათი სხვადასხვა გამოსახულებები, ძველ დროს, თუ რა სემანტიკას შეიცავდა, დღეს ინფორმაცია დაკარგულია. ერთ-ერთი სპეციალური ჩანაწერი, რომელიც გაკეთდა 2009 წელს, მოხუცი ხევსური ქალისგან, მისი გადმოცემით: ,,....ქადებს შუაში ნიშნებს დასჭვრეთდეს და გარშემო შამაჭრეხილ იყვ. თვითოეულ ჯვარ-სალოცავს თავისებურ ლიშან-საჭვრეთაიც ჰქონდ“ (ნ. თეთრაული 82 წლის. სოფ: გამარჯვება. დედოფლისწყარო). ე.ი. სალოცავებს თავთავიანთი საჭვრეთლები და ღვთაებრივი სიმბოლოები ჰქონდათ, რომელიც მსგავსებაში მოდიოდა სოფლის მაცხოვრებელთა ოჯახურ საჭვრეთის სიმბოლოებთან. ახალ წელს დილით, ადრე, სახლის კარებში ,,ბედის კვერის“ შეგორება ,,დასაბამს“ გამოხატავდა სიმბოლურად. 

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS