ცხადია, მასმედია მაშინვე დაინტერესდა, რაში მდგომარეობდა 70 წლის ქალბატონის ახალგაზრდობისა და სიმხნევის საიდუმლო. როგორც აღმოჩნდა, კაროლინი უკვე 30 წელია, შაქარს არ მიირთმევს.
აი, როგორია მისი დღის რაციონი დაახლოებით:
საუზმე
დილას ქალბატონი კაროლინი ბანანით ან კივით და ერთი ფინჯანი ჩაით იწყებს. ამას შეიძლება მოჰყვეს ორი მოხარშული კვერცხი ან კვეცხთან ერთად მოშუშული
სადილი
წიწილის ხორცი, ავოკადო, ყველი ფეტა და პომიდორი ბრინჯთან ერთად. შეგიძლიათ, მოამზადოთ სალათა და ორაგულიც შეურიოთ.
სამხარი
სამხრად შეგიძლით საუზმის მენიუ გაიმეოროთ და ზოგჯერ უშაქრო ორცხობილაც მიირთვათ.
ვახშამი
ძირითადად უნდა მიირთვათ მჭლე ქათმის ხორცი და თევზი. ზოგჯერ შეგიძლიათ, მიირთვათ მჭლე საქონლის ხორცი სალათის ფურცლებსა ან მწვანე ბოსტნეულსა და კარტოფილთან ერთად.
და ბოლოს, შაქარზე უარის თქმა კაროლინს ძალიან გაუჭირდა, რადგან ნარკომანივით იყო მასზე დამოკიდებული, მაგრამ დღეს ეს საოცარი ქალი ნამცხვრებს უშაქროდ აცხობს და ჩვეულებრივი ფქვილის ნაცვლად ნუშის ფქვილს იყენებს.
მნიშვნელოვანია, რომ რაციონში ყოველდღე გქონდეთ ახალი ხილი და ბოსტნეული, რძის პროდუქტები და ცილები. ცილა ნაყროვანების შეგრძნებას აძლიერებს და ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის სტაბილიზებას და თუ მაინც ვერ ძლებთ ტკბილის გარეშე, შეგიძლიათ, ყოველდღე ორი ნატეხი შავი შოკოლადი მიირთვათ.