მკვლელობა სასაფლაოზე მოხდა. ტრაგედია ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა, რის მიზეზად ორი ვერსია სახელდება: ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა ტელეფონის გამო მოხდა, ხოლო მეორე ვერსიით, ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება გოგონას უკავშირდებოდა.
რა გახდა
- განადგურებულები ვართ. ანგელოზივით ბიჭი მკვდარი გვყავს სახლში, უწესიერესი ბავშვი იყო. მისგან ცუდი არავის ახსოვს და ასე ვერაგულად მოგვიკლა ამ ნაძირალამ. თორნიკეს დედა თურქეთში მუშაობს, შვილი მკვდარი დავახვედრეთ, ნემსებს ვუკეთებთ, გათიშულია ქალი... მამამისიც ამ მდგომარეობაშია. რა აზრი აქვს ჩვენს ცხოვრებას გაგვაგებინეთ?!
- იცნობდა თორნიკე მკვლელობაში ბრალდებულს?
- იცნობდა. ისინი ერთ სკოლაში სწავლობდნენ. თორნიკე წელს ამთავრებს სკოლას, იმ ნაძირალამ ორი წლის წინ დაამთავრა და თბილისში წავიდა. თორნიკე მშრომელი და წესიერი ბიჭი იყო. დილით სკოლაში დადიოდა ბავშვი, საღამოს მწვანილების საწყობში მუშაობდა და ბანკეტისთვის ფულს აგროვებდა. ის ბიჭი თორნიკეს სულ ფულს სთხოვდა, სულ მასთან ერთად უნდოდა ყოფილიყო, თბილისში როცა წავიდა, დავისვენეთ, მაგრამ რამდენიმე თვის წინ, ისევ ჩამოვიდა. იცოდა, თორნიკეს თავისი ორი კაპიკი ჰქონდა დაგროვებული და ისევ დაუწყო შეწუხება. ჩემი საწყალი ბავშვი, რომელიც გაჭირვებაში გამოვზარდეთ, ბოლო ერთი კვირა საერთოდ არ გადიოდა გარეთ, ემალებოდა იმას, მაგრამ მაინც მოგვიკლა...
- როგორ აღმოჩნდნენ ერთად სოფლის სასაფლაოზე?
- სასაფლაო ჩვენი სახლიდან 200 მეტრშია. საღამოს რვის ნახევრისთვის თორნიკეს დაუძახა, გარეთ გამოდიო. გაყვა ბავშვი და ზუსტად ნახევარ საათში ვიპოვეთ დაჭრილი. დანა პირდაპირ გულში ჰქონდა დარტყმული და ეს ერთი ჭრილობა აღმოჩნდა სასიკვდილო...
განაგრძეთ კითხვა: