თუშეთს აღმოსავლეთიდან დაღესტანი, ჩრდილოეთიდან - ჩეჩნეთი, დასავლეთით - ხევსურეთი, სამხრეთით კი - კახეთი ესაზღვრება. სწორედ თუშეთის ულამაზეს სოფელში, შენაქოში აიდგა ფეხი მთის საამაყო შვილმა, გიორგი სეხნიაიძემ. ბებოს კალთას გამოკერებული პატარა გიორგი ხშირად დადიოდა მთის ფერდობებზე სამკურნალო მცენარეების შესაგროვებლად.
სწორედ ბებო უყვებოდა ამ მცენარეებზე და მათ სასარგებლო თვისებებზე. დღეს გიორგი თბილისში,
- ცხოვრების დიდი ნაწილი საქართველოს ერთ პატარა, მაგრამ დიდი ისტორიის მქონე ქალაქ თელავში მაქვს გატარებული. იქ დავამთავრე სკოლა. დასვენების დღეებს და არდადეგებს ამავე რაიონში, სოფელ ლალისყურში ვატარებდი. სოფელში, რომელსაც ოთხივე კუთხით სალოცავები აქვს შემოვლებული. სოფლის უხუცესთა გადმოცემით, სოფელში 13-14 ეკლესია იყო. დღესაც ბევრი მათგანი ისევაა შემორჩენილი. ალბათ სწორედ მათი მფარველობით მოვედით აქამდე. წარმოუდგენელია, როგორ არ უნდა გიყვარდეს ეს ადგილი?!
ჩემს ცხოვრებაში არანაკლებ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თუშეთს. მოგეხსენებათ, თუშეთის გზა ჩაკეტილია ოქტომბრიდან მაისამდე, რის გამოც ვერ ხერხდება საავტომობილო მიმოსვლა. ზაფხულში კი, როცა გზა იხსნება, თუშეთისკენ მივემგზავრები. თუშეთი იყო, არის და იქნება ის ადგილი, სადაც ყველაზე მეტ დროს ვატარებ. მთა ის ადგილია, სადაც მართლა თავისუფლად და ლაღად ვგრძნობ თავს, მით უმეტეს, როცა საღამოს კოცონთან, მეგობრების გარემოცვაში დროს სასიამოვნოდ ვატარებ, ჟღერს თუშური ჰანგები და თუშეთის ულამაზესი ხედებით ვტკბებით.
განაგრძეთ კითხვა: