ამ ოჯახს რთული პერიოდი აქვს. 62 წლის ჯიმს კუჭქვეშა ჯირკვლის მეოთხე სტადიის სიმსივნე დაუდგინდა. მას სიცოცხლისთვის სულ ცოტა დრო რჩებოდა, მაგრამ ყველა მამის მსგავსად, მას საკუთარი ქალიშვილის ქორწილში ყოფნა ძალიან უნდოდა.
მაგრამ საქმე იმაში მდგომარეობდა, რომ ზეტსის ქალიშვილი მხოლოდ 11 წლისაა, ხოლო ზრდასრულ ასაკმდე მოცდა, ფიზიკურად შეუძლებელი იყო.
მამაკაცის მეგობრებმა გადაწყვიტეს, მისთვის განსაკუთრებული დღესასწაული
იქედან გამომდინარე, რომ ყველაფერი ჯოზის დაბადების დღეს დაემთხვა, წვეულება თემატური გამოვიდა.
სულ 3 დღეში მოახერხეს გოგონასთვის კაბისა და საქორწილო ტორტის შეკვეთის მიცემა, მოამზადეს სადღესასწაულო კერძები და იზრუნეს გაფორმებაზე.
მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში, ლამაზ კოსტიუმში გამოწყობილმა ჯიმმა ჯოზი "საკურთხეველთან" ხელჩაკიდებული მიიყვანა. მღვდლის სიტყვით გამოსვლისას მათ ცრემლები ვერ შეიკავეს.
"გაცხადებთ მამად და ქალიშვილად" - განაცხადა მღვდელმსახურმა. ამ მომენტში ყველა დმასწრე სტუმარი ტიროდა.
სამწუხაროდ, ჯიმი წვეულების შემდეგ რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა. მაგრამ მან ყველა ოცნების ასრულება მოახერხა. მან გრეისთან ერთად ჰავაიზე კრუიზში წასვლაც მოასწრო.
ოჯახის ყველა მეგობარი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ცრემლებისა, დღესასწაული შედგა! ბევრი ღიმილი და მხიარული მომენტები იყო.
სანაცვლოდ, ახლა ჯოზის საკუთარ ქორწილში მამასთან ერთად გადაღებული ფოტოები და ვიდეო ექნება.
ანა გარელი