30 ნოემბერი, 2017
”ჩემს ქმარს რამდენიმე თვე დავდევდი არა როგორც სიყვარულით გონებადაკარგული ქალი, არამედ როგორც პოლიციელი”
წლების წინ რომ გეკითხათ სიყვარულისთვის რას გააკეთებო, გიპასუხებდით მაქსიმუმ პაემანზე დავთანხმდე-მეთქი, მაგრამ ცხოვრება თურმე ზედმიწევნით კარგად იცავს ბანალურობის ყველა წესს...

ჩემს ქმარს რამდენიმე თვე დავდევდი, არა როგორც სიყვარულით გონებადაკარგული ქალი, არამედ როგორც პოლიციელი. ჰო, მე ცოლად დამნაშავეს გავყევი, ვიცი, ჩემი სიყვარული ალოგიკურია და ყოველგვარ საღ აზრს სცდება, თუმცა, თქვენ ჩემს დამნაშავეს არ იცნობთ...

არ ვიცი ახლა რატომ გადავწყვიტე ამ ამბის მოყოლა, ალბათ ირგვლივ მყოფების ჭორაობამ და გაუთავებელმა დაკითხვებმა დამღალა. ახლა მომინდა, ერთხელ და სამუდამოდ, საბოლოოდ,
საჯაროდ მოვყე ჩემი ამბავი და ამ დღის შემდეგ ყველა კითხვას პასუხი გავცე.

ისტორია მაშინ დაიწყო, როცა მაღაზიის გაძარცვის შესახებ პოლიციას აცნობეს. მე იქ ყველაზე ახლოს ვიყავი და დანაშაულის ადგილზე ყველაზე მალე მივედი. დავინახე, თუ როგორ გამოვარდა დამნაშავე მაღაზიიდან და გვირაბისკენ გაიქცა. დამხმარე რაზმის გამოგზავნა მოვითხოვე და დავედევნე.

გვირაბში სიბნელე იყო, მაგრამ ვხედავდი მის სილუეტს, ჩემიც მხოლოდ სილუეტი ჩანდა. წამით გავჩერდი და ვიგრძენი უკნიდან ვიღაცამ კისერზე ხელი წამიჭირა. მაღაზიიდან გამოსული მე მხოლოდ ერთი დავინახე, როგორც აღმოჩნდა მეორე გარეთ ელოდებოდა. იარაღის ამოღება ვცადე, მაგრამ თვითონვე დამასწრო. არ გაბედო და რამე სისულელე არ ჩაიდინო-მეთქი დავიყვირე. ქალი ხარ შენიო... ჩაიჩურჩულა, იაღაღი ფეხებთან დამიგდო და გვირაბის სიღრმისკენ გაიქცა. უკან რომ მოიხედა ნიღბის მიღმა მის დაბნეულ მზერას შევეჩეხე.

პირველად თავი უმწეო არსებად ვიგრძენი, მეორე მხრივ დავაფასე კიდეც. შეუძლებელია იმ ემოციების ახსნა.
გვირაბიდან რომ გამოვედი, გუნდის წევრებისთვის მეორე დამნაშავის შესახებ არაფერი მითქვამს.

ეკიპაჟმა ქურდების დაჭერა ვერ შეძლო, და ისინიც ძარცვას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდნენ. მათ კვალს კიდევ რამდენჯერმე მივაგენით, თუმცა, უშედეგოდ. ჩვენ პატარა ქალაქში ვცხოვრობთ და მაღაზიაც ბევრი არაა, ამიტომ დარჩენილ "გასაქურდ" მაღაზიებთან ფარულად დაცვა დავაყენეთ, თუმცა, კრიმინალებმა იმ კვირაში უკვე დაყაჩაღებული მაღაზია კვლავ გაძარცვეს და ჩვენი გეგმაც ცრუ იმედი აღმოჩნდა.

3-თვიანი დევნის შემდეგ "წყვილი" ერთ-ერთი მაღაზიის გაძარცვისას ავიყვანეთ. მე იმ მანქანაში ჩავჯექი, სადაც ბრალდებულები ისხდნენ. მთელი გზა ვცდილობდი რამე მეთქვა მათთვის. მანქანა საპატრულო პოლიციის შენობასთან გაჩერდა. მანქანიდან გადმოვედი და იმ მხარეს წავედი, საითაც ჩემი ნაცნობი თვალები დავინახე. მინდოდა, უხეშად მოვპყრობოდი, რათა ჩემი სქესის ძლიერება მეჩვენებია. არ გამომივიდა. ხელები გაგყინვია, ალბათ ნერვიულობო, ჩაიჩურჩულა. ხელებთან ერთად მთელი სხეული გამეყინა, არაფერი მითქვამს. ბრალდებულები დასაკითხ ოთახში შევიყვანე და დეტექტივის მოსვლას დაველოდე. სიგარეტი მინდა მითხრა დამნაშავემ. ლოგინიც ხო არ გაგიშალო, წამოისვენებდი-ვუთხარი და მის სახეზე რეაქციის წაკითხვას შევეცადე. მერე ქვემოდან მურტალოს მზერით ამომხედა და გულწრფელი ინტერესით მკითხა. ისე როგორ გიჭირს რომ აქ მუშაობო.
- ამას მეუბნება კაცი, რომელიც ყოველ კვირაში მაღაზიებს ძარცვავს. ალბათ დიდი ქონება დააგროვე.

- არც არაფერი დეტექტივი ფურცლების დასტით შემოვიდა და დამნაშავის ბიოგრაფიის მოყოლა დაიწყო. აქამდე ნასამართლევი არ ყოფილა.
მეზობელი სოფლიდანაა და სახლში მხოლოდ დიაბეტით დაავადებული დედა ჰყავს. ქორწინებაში არასდროს ყოფილა.
ჰო, ქონებას ვერ დააგროვებდა, ფიქრებში გადავეშვი მე... დამნაშავის მიმართ პატივისცემით განვეწყვე. დაკითხვა დამთავრდა. პატიმარი საკნამდე მივაცილე.

- დედას შენ გარდა არავინ ჰყავს-მეთქი ვკითხე ჩემდაუნებურად. შემომხედა, მერე საკანს მოავლო თვალი და თქვა, შემობრძანდით, ჩაით ან ყავით გაგიმასპინძლდებით. გაბრაზებული გამოვტრიალდი და წამოვედი.


მას შემდეგ დასაკითხად ყოველთვის მე მიმყავდა. ვამჩნევდი, როგორ ველოდებოდი მასთან თითოეულ შეხვედრას. ჯგუფური დანაშაულისთვის (არ ვიცი რამდენი შეიძლება იყოს ) მიუსაჯეს. თავს ვერაფერს ვუხერხებდი, არ შემეძლო არ მენახა. მასთან ვიზიტებს მოვუხშირე ჯერ როგორც პოლიციელი ვამოწმებდი მდგომარეობას, მერე სტუმრის ამპლუაში მივდიოდი. გათავისუფლებამდე 1 დღით ადრე ცოლობა მთხოვა. ახლა მისგან 1 წლის შვილი მყავს და ბანალური ბედნიერებით ვტკბები.
ჩემი გამოცდილებით მინდა გითხრათ, თუ თქვენთვის იდეალურ მამაკაცს ეძებთ, გვერდით გადადეთ ამქვეყნიური სისულეები და მხოლოდ გულს მიენდეთ.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS