ტუგის მკვლელები ისე სასტიკად და დიდხანს ხოცავდნენ ადამიანებს, რომ ისინი გინესის რეკორდების წიგნშიც კი შეიტანეს.
ტუგები თაყვანს სცემდნენ ღვთაება კალის, დედამიწის შემქმნელი ღმერთის შივას ცოლს. როგორც
ტუგებს ორი მარტივი წესი ჰქონდათ მკვლელობის მეთოდისა და თავად მსხვერპლის შესახებ. პირველი - მსხვერპლი უნდა მოეკლათ ხანჯლით, მოეწამლათ ან უნდა დაეხრჩოთ. სხვა მეთოდი დაუშვებელი იყო. რაც შეეხება მსხვერპლს, არ შეიძლებოდა ქალების, ბავშვებისა და ფაკირების (ღარიბი მოხეტიალე ასკეტები), მუსიკოსების, კეთროვნებისა და ევროპელების დახოცვა. მათი რწმენით, ღვთაება კალი ამგვარ მსხვერპლშეწირვას არ მოიწონებდა. თუმცა, ტუგები ყოველთვის არ იცავდნენ ამ წესებს.
მსხვერპლი უნდა მოეკლათ ფრთხილად, სისხლის დაუღვრელად. ტუგი-მომწამვლელები მსხვერპლს უსხავდნენ საწამლავს, რომელსაც სამკაულებში მალავდნენ. ხანჯლით მკვლელები მსხვერპლს ხელის უსწრაფესი მოძრაობით ურტყამდნენ ხანჯალს საფეთქელში ან კეფაში. უმაღლეს ხელოვნებად ითვლებოდა მსხვერპლის გაგუდვა გაპოხილი თავშლით.
ტუგები ჯგუფებად მუშაობდნენ, უახლოვდენოდნენ მოგზაურებს და როცა მათ ნდობას მოიპოვებდნენ, ერთიანად ამოხოცავდნენ ხოლმე, ცხოველებსაც კი არ ტოვებდნენ ცოცხალს.
მხოლოდ 1824 წელს, ბრიტანეთის მთავრობას მობეზრდა, რომ მისი ვაჭრები უგზო-უკვლოდ იკარგებოდნენ და ტუგებს ომი გამოუცხადა. ოფიცრებმა 3266 ტუგი დაიჭირეს. მათ აღიარეს, რომ მკვლელობებს მსხვერპლშეწირვის მიზნით სჩადიოდნენ.
ბრიტანელები ირწმუნებოდნენ, რომ 50 წლის განმავლობაში ტუგები მთლიანად ამოხოცეს, მაგრამ მათი შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ ინდოეთის სხვადასხვა შტატში და ყოველ წელს, მამლებისა და ძაღლების სახით, კვლავ სწირავენ მსხვერპლს ღვთაება კალის, თუმცა, ზოგჯერ მკვლელობებსაც სჩადიან, რომლებიც ძალიან ჰგავს მსხვერპლშეწირვას.