27 ნოემბერი, 2017
8 შემზარავი ფაქტი ულამაზესი ქალის ცხოვრებიდან, რომელიც 25 წელი ჩაკეტილი ჰყავდათ
1. საფრანგეთის ერთ-ერთი პატარა ქალაქის პოლიციაში მიიღეს ანონიმური წერილი, რომელიც იუწყებოდა, რომ ქალაქის ერთ-ერთ პატივსაცემ ოჯახში უკვე 25 წელია სხვენში გოგონა ჰყავთ ჩაკეტილი.

2. ანონიმური ცნობა სიმართლე აღმოჩნდა: სხვენში მოწყობილ ოთახში იპოვეს 49 წლის ქალი, რომელიც 26 კილოგრამს იწონიდა. ოდესღაც უმშვენიერესი თმა აბურდული და გაწეწილი ჰქონდა, ირგვლივ საჭმლის ნარჩენები ეყერა და ვირთხები დარბოდნენ, ყველგან ჭუჭყი და სიბინძურე იყო.

3. ამგვარი ხვედრი საკუთარმა დედამ არგუნა და მთელი მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ზედამხედველობას უწევდა დატყვევებულ შვილს. როცა ქალი იპოვეს და ოთახიდან
ხელში აყვანილი გამოჰყავდათ, დედამისი იჯდა და მშვიდად სვამდა ყავას.


4. ტყვეს ბლანშ მონიე ერქვა. გოგონას არაჩვეულებრივი აღნაგობა და უმშვენიერესი გრძელი თმა ჰქონდა, თუმცა, ცოტა არ იყოს, თავნება ხასიათით გამოირჩეოდა, შეეძლო უმიზეზოდ გამომწვევად ეხარხარა, კაბა წამოეხადა და შიშველი საჯდომი ფანჯარაში გაეყო. მოკლედ, თავის ნებაზე ერთობოდა.

5. ყველაფერ ამასთან გოგონას მეზობელი ადვოკატი შეუყვარდა, რომელიც მისი სტატუსის შესაფერისი არ იყო. იმასაც ამბობენ, რომ ქალიშვილმა მისგან შვილი გააჩინა და იძულებული გახდა ჩვილი მოეკლა.

6. ოჯახს ქალიშვილის ამგვარი გამოხტომების ატანა აღარ შეეძლო და დედამ ქალიშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯა, რამაც 25 წელი გასტანა. 

7. მთელი ამ ხნის განმავლობაში ქალიშვილს გუვერნანტი ქალი უვლიდა, ოჯახური სადილიდან მონარჩენ საჭმელს აწვდიდა. მამას და ძმას თავი ისე ეჭირათ თითქოს არაფერი არ ხდებოდა. თუმცა, ქალის გათავისუფლების შემდეგ მეზობლებმა დაადასტურეს, რომ მონიეების სახლიდან ხშირად ესმოდათ ყვირილის ხმა.

8. დატყვევებული ქალის დედა ჯერ კიდევ სასამართლო პროცესამდე გარდაიცვალა, ძმას კი 15 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ოდესღაც ულამაზესმა ბლანშმა კი დარჩენილი ცხოვრება საგიჟეთში გაატარა.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS