რუსუდან კაჭკაჭიშვილი სანამ ვენაში მოხვდებოდა, ჯერ "საშინელებათა ფილმში" მოხვდა. ფაქტობრივად, შიშისა და როზგის ქვეშ უწევდა მონური შრომა. თავს კი გაქცევით უშველა. ემიგრანტმა ჟურნალ "გზასთან" ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ამ ინტერვიუდან:
"მარტო ვზრდიდი 2 შვილს, 4 ადგილზე ვმუშაობდი, მაგრამ თავი ძლივს გაგვქონდა. იმ პერიოდში დაიწყო სამუშაო ვიზები
"ვერ გავთვალე, რომ თუ ამხელა ხელფასი იყო, რასაც გვპირდებოდნენ, თვითონ ლიტველები რატომ არ მიდიოდნენ სამუშაოდ? თანაც, ჩვენი ვიზით მხოლოდ იმ ადგილას გქონდა მუშაობის უფლება და ასე უცბად ვერ დავტოვებდი იქაურობას. დრო მჭირდებოდა, რამე რომ მომეფიქრებინა. ჩვენი უფროსი იყო ძალიან მაღალი, მსუქანი ქალი. სამხედრო ფორმით, მაღალყელიანი ჩექმით და "დუბინკით" დადიოდა. ყოფილი პოლიციელი იყო და ყველაფერს აზანზარებდა..."
განვლილ მძიმე დღეებზე, დაგეგმილ გაქცევასა და ბოლოს, ვენაში ნაპოვნ ქართველ პრინცზე ემიგარანტის გულახდილ
ინტერვიუს ჟურნალ "გზის" 23 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.
მარი ჯაფარიძე