24 ნოემბერი, 2017
"შინ დაბრუნებულები ტალახიანი თითებით მაკარონსა და ბრინჯს ვჭამდით" - ემიგრანტი ქალის მძიმე ისტორია
ემიგრანტობა იოლი სულაც არ არის. თითოეულ ადამიანს, ვინც სამშობლო დატოვა და თავის სარჩენად უცხოეთში გაემგზავრა, თავისი სევდიანი ამბავი აქვს მოსაყოლი. თავიდან ყველას უჭირს, შემდეგ ალღოს უღებენ და იქაურ პირობებს ეგუებიან.

რუსუდან კაჭკაჭიშვილი სანამ ვენაში მოხვდებოდა, ჯერ "საშინელებათა ფილმში" მოხვდა. ფაქტობრივად, შიშისა და როზგის ქვეშ უწევდა მონური შრომა. თავს კი გაქცევით უშველა. ემიგრანტმა ჟურნალ "გზასთან" ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ამ ინტერვიუდან:

"მარტო ვზრდიდი 2 შვილს, 4 ადგილზე ვმუშაობდი, მაგრამ თავი ძლივს გაგვქონ
და. იმ პერიოდში დაიწყო სამუშაო ვიზები
ლიტვაში. მითხრეს, რომ 6-თვიანი ვიზა და ხელფასი 1.200 ევრო მექნებოდა. გამიხარდა, ვიფიქრე, 6 თვით წავალ, ცოტა ფულს მოვაგროვებ და ჩამოვალ-მეთქი..."

"ვერ გავთვალე, რომ თუ ამხელა ხელფასი იყო, რასაც გვპირდებოდნენ, თვითონ ლიტველები რატომ არ მიდიოდნენ სამუშაოდ? თანაც, ჩვენი ვიზით მხოლოდ იმ ადგილას გქონდა მუშაობის უფლება და ასე უცბად ვერ დავტოვებდი იქაურობას. დრო მჭირდებოდა, რამე რომ მომეფიქრებინა. ჩვენი უფროსი იყო ძალიან მაღალი, მსუქანი ქალი. სამხედრო ფორმით, მაღალყელიანი ჩექმით და "დუბინკით" დადიოდა. ყოფილი პოლიციელი იყო და ყველაფერს აზანზარებდა..."
განვლილ მძიმე დღეებზე, დაგეგმილ გაქცევასა და ბოლოს, ვენაში ნაპოვნ ქართველ პრინცზე ემიგარანტის გულახდილ

ინტერვიუს ჟურნალ "გზის" 23 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.

მარი ჯაფარიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS