22 ნოემბერი, 2017
მეცნიერებმა ჩინგიზ-ყაენის ხელნაწერი გაშიფრეს - რას ურჩევს დიდი დამპყრობელი მომავალ თაობას
მეცნიერებმა ალტაის ეროვნულ მუზეუმში შენახული ჩინგიზ-ყაენის ხელნაწერი გაშიფრეს. მასში მომავალი თაობისთვის განკუთვნილი რჩევებია გადმოცემული.

„გონების გასაღები“ - ასე ეწოდება ხელნაწერს, რომელიც ძველ მონღოლურ ენაზეა დაწერილი და XIII-XIV საუკუნეებით თარიღდება. ეს ერთ-ერთი ყველაზე ძველი მონღოლური მანუსკრიპტია.

სავარაუდოდ ტექსტი სამი ადამიანის მიერაა შესრულებული. ასევე, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტექსტი ბამბუკის ჩხირებითაა დაწერილი კლასიკური მონღოლური წერის მანერით - ზემოდან ქვემოთ, სტრიქონები განლაგებულია მარცხნიდან მარჯვნივ.

ხელნაწერის შინაარსი წარმოადგენს ჩინგიზ-ყაენის რჩევებს. დამპყრობელი მომავალ თაობას ურჩევს:

არ ღირს ბევრი რამე მოუყვე ისეთ
ადამიანს, რომელიც შენში ნდობას არ აღძრავს.

ქალის სიტყვებს მეტისმეტად სერიოზულად ნუ აღიქვამთ.

საკუთარ ვაჟს ბრძანებას მოსამსახურის პირით ნუ გადასცემ.

მზაკვარ და შურიან ადამიანს რჩევა არასოდეს ჰკითხო.

წინ ნუ აღუდგები უმრავლესობის მიერ მოწონებულ საქმეს.

სავარაუდოდ, დიდი დამპყრობლის მიერ წარმოთქმული ეს რჩევები მისმა მოწაფეებმა ჩაიწერეს.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS