გამოძიებამ უკვე ოთხი პირი დააკავა, ისინი თურქები არიან და თანამემამულის წამებით მოკვლა ედებათ ბრალად.
"იმ ადგილზე, სადაც დამწვარი სხეული ესვენა, დახატული იყო პენტაგრამა, კაბალისტური სიმბოლოები, განთავსებული იყო სანთლები და სხვადასხვა ოკულტური ნივთები, ასევე შავი ქათამი და სხვა საზარელი ნივთები, რომლებიც ავადმყოფური ფანტაზიის ნაწილია", - წერს ოდესის ოლქის პროკურატურის წარმომადგენელი Facebook-ზე.
ოკულტური რიტუალისთვის დამახასიათებელი ნიშნები ფქვილით და მარილით იყო შესრულებული.