მე და ჩემს ქმარს იდეალური ურთიერთობა გვაქვს. მართალია, ხანდახან უაზრო შენიშვნები უყვარს, მაგრამ არაფერს მაკლებს. ხშირად დავდივართ რესტორანში, კინოში, თეატრში, წელიწადში ერთხელ სამოგზაუროდაც მივდივართ.
უბედნიერესი ქალი ვიყავი, სანამ გენომ ის საბედისწერო
როგორც კი ფეხზე გაიხადა, მომიბრუნდა და მითხრა, ხვალიდან ქალიშვილობას აღიდგენო. დიდხანს ვიცინე, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე მარწმუნებდა, არ ხუმრობდა.
მეგონა, მეორე დღეს გამოფხიზლდებოდა და ეს სულელური წინადადება აღარ გაახსენდებოდა. საუბედუროდ ყველაფერი პირიქით მოხდა.
მეორე დღეს სრულიად სერიოზულად ამიხსნა, რომ ურთიერთობაში კრიზისს გრძნობს და უნდა ამ გზით ცხოვრება გავიხალისოთ. თან მითხრა, თუ ამ წინადადებაზე არ დავთანხმდები ცოლქმრული მოვალეობის შესრულებაზე უარს იტყვის.
წარმოდგენაც არ მინდა, რომ ასეთ სიგიჟეზე დავთანხმდე, მაგრამ ფაქტია, რომ ოჯახი თავზე მენგრევა.
ვეხვეწები, რომ მითხრას, ეს სისულელე საიდან მოფიქრა და რა მოხდა, იმ საბედისწერო ღამეს მეგობრებთან ერთად რომ იქეიფა, მაგრამ მარწმუნებს, რომ ის ღამე არაფერ შუაშია.
ჟურნალი რეიტინგი