17 მაისი, 2013
ქმარი ქალიშვილობის აღდგენას მაძალებს
რამდენიმე თვეა, რაც ჩემს თავს საშინელება ტრიალებს და არ ვიცი, ვის ვუთხრა. ცალკე ვცხოვრობთ, მეუღლეს საკმაოდ კარგი შემოსავალი აქვს და მეც სკოლაში ქიმიის მასწავლებლად ვმუშაობ. ბავშვები დედამთილმა გაზარდა და ამიტომ გული ხშირად იქ მიუწევთ. მეც არ ვუშლი და ამის გამო შვილები სახლში სტუმრებად იქცნენ.

მე და ჩემს ქმარს იდეალური ურთიერთობა გვაქვს. მართალია, ხანდახან უაზრო შენიშვნები უყვარს, მაგრამ არაფერს მაკლებს. ხშირად დავდივართ რესტორანში, კინოში, თეატრში, წელიწადში ერთხელ სამოგზაუროდაც მივდივართ.

უბედნიერესი ქალი ვიყავი, სანამ გენომ ის საბედისწერო
წინადადება არ შემომთავაზა. ერთ დღეს სახლში გვიან დაბრუნდა. ძმაკაცებთან ერთად ქალაქგარეთ საქეიფოდ ბრძანდებოდა.

როგორც კი ფეხზე გაიხადა, მომიბრუნდა და მითხრა, ხვალიდან ქალიშვილობას აღიდგენო. დიდხანს ვიცინე, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე მარწმუნებდა, არ ხუმრობდა.

მეგონა, მეორე დღეს გამოფხიზლდებოდა და ეს სულელური წინადადება აღარ გაახსენდებოდა. საუბედუროდ ყველაფერი პირიქით მოხდა.

მეორე დღეს სრულიად სერიოზულად ამიხსნა, რომ ურთიერთობაში კრიზისს გრძნობს და უნდა ამ გზით ცხოვრება გავიხალისოთ. თან მითხრა, თუ ამ წინადადებაზე არ დავთანხმდები ცოლქმრული მოვალეობის შესრულებაზე უარს იტყვის.

წარმოდგენაც არ მინდა, რომ ასეთ სიგიჟეზე დავთანხმდე, მაგრამ ფაქტია, რომ ოჯახი თავზე მენგრევა.

ვეხვეწები, რომ მითხრას, ეს სისულელე საიდან მოფიქრა და რა მოხდა, იმ საბედისწერო ღამეს მეგობრებთან ერთად რომ იქეიფა, მაგრამ მარწმუნებს, რომ ის ღამე არაფერ შუაშია.

ჟურნალი რეიტინგი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 66 /
ნინია
ქალიშვილობის აგდგენა და აპლასტიკური ოპერაცია, შენს ქმარს ერთმანეთში ხომ არ ერევა? იქნებ ეგ უნდა რომ გაიკეთო და ვერ გიხსნის?:)))
02:02 / 18-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარინა
ბევრმა ფულმა იცის,გაუფრენია შენ ქმარს,ამიტომ გვერძეც უნდა მიიხედ მოიხედოთ,ათასი გაჭირვებულია,იფიქრეთ სხვებზეც და სისულელეებზე საფიქრებლად აღარ გეცლებათ
00:47 / 18-05-2013
გამოხმაურება / 0 /
M..
ადექი შენც და აგიდგინე,რას აწვალებ და ახვეწნინებ...თუ გაგებაა იყოს გაგება ბოლომდე...მერე კი მოგვიყევი :D
23:56 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
aseti sensacia azri romel kacs unda mouvides tavshii:DD qals shvilebi yavs da raga dros misi qalishvilobis agdgenaa..qalishviloba ro agidginos ra upo kargi sexi eqnebat tuu..? tu es namdvili ambavia gaignebuli var da tu mogonilii sagol pantaziaaas :DDDD
20:42 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
რაააააააააააააააააააააააააააააა?
18:07 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნენე
ეს ნამდვილი ამბავია? გაგიჟდა ეს ხალხი მემგონი :( ვაიმე სად ვცხოვრობთ
15:52 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS