17 მაისი, 2013
ქმარი ქალიშვილობის აღდგენას მაძალებს
რამდენიმე თვეა, რაც ჩემს თავს საშინელება ტრიალებს და არ ვიცი, ვის ვუთხრა. ცალკე ვცხოვრობთ, მეუღლეს საკმაოდ კარგი შემოსავალი აქვს და მეც სკოლაში ქიმიის მასწავლებლად ვმუშაობ. ბავშვები დედამთილმა გაზარდა და ამიტომ გული ხშირად იქ მიუწევთ. მეც არ ვუშლი და ამის გამო შვილები სახლში სტუმრებად იქცნენ.

მე და ჩემს ქმარს იდეალური ურთიერთობა გვაქვს. მართალია, ხანდახან უაზრო შენიშვნები უყვარს, მაგრამ არაფერს მაკლებს. ხშირად დავდივართ რესტორანში, კინოში, თეატრში, წელიწადში ერთხელ სამოგზაუროდაც მივდივართ.

უბედნიერესი ქალი ვიყავი, სანამ გენომ ის საბედისწერო
წინადადება არ შემომთავაზა. ერთ დღეს სახლში გვიან დაბრუნდა. ძმაკაცებთან ერთად ქალაქგარეთ საქეიფოდ ბრძანდებოდა.

როგორც კი ფეხზე გაიხადა, მომიბრუნდა და მითხრა, ხვალიდან ქალიშვილობას აღიდგენო. დიდხანს ვიცინე, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე მარწმუნებდა, არ ხუმრობდა.

მეგონა, მეორე დღეს გამოფხიზლდებოდა და ეს სულელური წინადადება აღარ გაახსენდებოდა. საუბედუროდ ყველაფერი პირიქით მოხდა.

მეორე დღეს სრულიად სერიოზულად ამიხსნა, რომ ურთიერთობაში კრიზისს გრძნობს და უნდა ამ გზით ცხოვრება გავიხალისოთ. თან მითხრა, თუ ამ წინადადებაზე არ დავთანხმდები ცოლქმრული მოვალეობის შესრულებაზე უარს იტყვის.

წარმოდგენაც არ მინდა, რომ ასეთ სიგიჟეზე დავთანხმდე, მაგრამ ფაქტია, რომ ოჯახი თავზე მენგრევა.

ვეხვეწები, რომ მითხრას, ეს სისულელე საიდან მოფიქრა და რა მოხდა, იმ საბედისწერო ღამეს მეგობრებთან ერთად რომ იქეიფა, მაგრამ მარწმუნებს, რომ ის ღამე არაფერ შუაშია.

ჟურნალი რეიტინგი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 66 /
მარინა
ეტყობა თავში რაღაც ვერ აქვს კარგად და პრთხილად იყვი, მაგრად გაუბერია
22:45 / 18-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ჯოკონდა
გატხოვებას გიპირებს ალბატ:)
22:37 / 18-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თეო
(დეედა ეს რა მაკადრა ტუტუცმა ქმარმა)სადაა ქალბატონო მასე,ფანტაზია აქვს თქვენს მეუღლეს და სანამ სხვა Bო ზ მა არ ამოიკერა თქვენს მაგივრად მიხედეთ საქმეს. უნდა გიხაროდეთ კიდეც რომ მეუღლე გენდობათ და გთხოვა ის,რასაც სხვა კაცები Bო ზ ებში ეძებენ.ამოიკერეთ თქვენც და განიცადეთ მეორდ,პირველი ღამე :)
22:36 / 18-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თეა
რაღაც კაიფია მემგონიი აბა ასეტი სისულელე არ გამიგია
20:06 / 18-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თაკო
ვაიმე ამ ხალხმა სულ გააფრინა,გავოგნდი...რას არ გაიგებს ეს ყურები...
15:48 / 18-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ნიძლავი ექნება წაგებული
11:21 / 18-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკო
მარინა და M გეტანხმებიტ...კარგად ვიხალისე.
07:43 / 18-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
სჰენც აგადგინე მერე
07:12 / 18-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
მაგარია
03:13 / 18-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
ეტყობა პლასტიკას გეუბნება, კარგად შეეკიტხე რა უნდა
03:12 / 18-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS