17 მაისი, 2013
ქმარი ქალიშვილობის აღდგენას მაძალებს
რამდენიმე თვეა, რაც ჩემს თავს საშინელება ტრიალებს და არ ვიცი, ვის ვუთხრა. ცალკე ვცხოვრობთ, მეუღლეს საკმაოდ კარგი შემოსავალი აქვს და მეც სკოლაში ქიმიის მასწავლებლად ვმუშაობ. ბავშვები დედამთილმა გაზარდა და ამიტომ გული ხშირად იქ მიუწევთ. მეც არ ვუშლი და ამის გამო შვილები სახლში სტუმრებად იქცნენ.

მე და ჩემს ქმარს იდეალური ურთიერთობა გვაქვს. მართალია, ხანდახან უაზრო შენიშვნები უყვარს, მაგრამ არაფერს მაკლებს. ხშირად დავდივართ რესტორანში, კინოში, თეატრში, წელიწადში ერთხელ სამოგზაუროდაც მივდივართ.

უბედნიერესი ქალი ვიყავი, სანამ გენომ ის საბედისწერო
წინადადება არ შემომთავაზა. ერთ დღეს სახლში გვიან დაბრუნდა. ძმაკაცებთან ერთად ქალაქგარეთ საქეიფოდ ბრძანდებოდა.

როგორც კი ფეხზე გაიხადა, მომიბრუნდა და მითხრა, ხვალიდან ქალიშვილობას აღიდგენო. დიდხანს ვიცინე, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე მარწმუნებდა, არ ხუმრობდა.

მეგონა, მეორე დღეს გამოფხიზლდებოდა და ეს სულელური წინადადება აღარ გაახსენდებოდა. საუბედუროდ ყველაფერი პირიქით მოხდა.

მეორე დღეს სრულიად სერიოზულად ამიხსნა, რომ ურთიერთობაში კრიზისს გრძნობს და უნდა ამ გზით ცხოვრება გავიხალისოთ. თან მითხრა, თუ ამ წინადადებაზე არ დავთანხმდები ცოლქმრული მოვალეობის შესრულებაზე უარს იტყვის.

წარმოდგენაც არ მინდა, რომ ასეთ სიგიჟეზე დავთანხმდე, მაგრამ ფაქტია, რომ ოჯახი თავზე მენგრევა.

ვეხვეწები, რომ მითხრას, ეს სისულელე საიდან მოფიქრა და რა მოხდა, იმ საბედისწერო ღამეს მეგობრებთან ერთად რომ იქეიფა, მაგრამ მარწმუნებს, რომ ის ღამე არაფერ შუაშია.

ჟურნალი რეიტინგი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 66 /
მილა
ჯობია ზმეიკა დაიკეროს იქნებ კიდევ აიხიროს იმოხერმა ქმარმა:)))))კუდრაჭა ეგა
17:23 / 19-05-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ალბა ცოტა უნდა დაავიწროვებინოს:)გაიგე დეიდა ვიწრო რაზმერზე დაიყენეო შეფი გეუბნება. თქვენ რომ დიდი გევასებათ კაცებს ვიწრო გვევასება:) აი თემაააა
15:23 / 19-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მამლუქი
ამ იდიოტი ცოლ-ქმრის ამბავის გვირგვინი ის არის, რომ ამ ,,დედაკაცს" მკითხველის აზრი აინტერესებს?!
15:07 / 19-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მამლუქი
ესეთ იდიოტურ ტყუილებს როგორ აქვეყნებთ?!...და თუ ეგ ყველაფერი მართალია, მაგათი დებილი..........!!!
14:58 / 19-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
ნეტავ იმ საცოდავების ტვინში ჩამახედა რომ აკომენტარებენ.მერე რა მოხდა დაუჯერე ქმარსო.რა გეშველებათ თქვე უბედურებო
14:49 / 19-05-2013
გამოხმაურება / 0 /
სალომე
უბედურებას რას ხედავთ მაგაში? ან ოჯახი რატომ უნდა დაგემხოს თავზე? გაიკეთე აღდგენა და ეგ იქნება. სიახლეების შეტანას გთხოვს ურთიერთობაში. 9 წელია ერთად ცხოვრობთ და რომ არ მოგბეზრდეთ ერთმანეთი ხანდახან უნდა გააკეთოთ რაღაც ისეთი რაც სიახლეებს შეიტანს ურთიერთობაში და უფრო შეგაყვარებთ ერთმანეთს.
14:16 / 19-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ვაი თქვენს პატრონს უბედურს, რა საზიზღრობაა, ქმარმა აშკარად გაუბერა, ამ ქალსაც აშკარად ვერ აქვს საქმე, თუ მართლა შესთავაზა ეგეთი სიგიჟე, რას სწერს, ბარემ ქმარის დემოგრაფიული მონაცემებიც დაედო ...
11:24 / 19-05-2013
გამოხმაურება / 0 /
გიგი
დათანხმდი.საოცარი რაარი ამაში.
01:05 / 19-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
სადისტია? ერთხელ არ გეყო ტკივილი და უბედურება? წინადაცვეთა შესთავაზე, "მრავალფეროვნებისათვის" და ნახოს მერე :)) არ დასთანხმდე, ქალი ხარ და არა სექს მონა!
00:33 / 19-05-2013
გამოხმაურება / 0 /
კიკი
ჯობია დასთანხმდეთ და ნუ ჩათვლით ამას მის მორჩილებად,არამედ იფიქრეთ იმაზე,რომ ამით მას დიდად ასიამოვნებთ და იყავიტ კმაყოფილი
23:45 / 18-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS