17 მაისი, 2013
ქმარი ქალიშვილობის აღდგენას მაძალებს
რამდენიმე თვეა, რაც ჩემს თავს საშინელება ტრიალებს და არ ვიცი, ვის ვუთხრა. ცალკე ვცხოვრობთ, მეუღლეს საკმაოდ კარგი შემოსავალი აქვს და მეც სკოლაში ქიმიის მასწავლებლად ვმუშაობ. ბავშვები დედამთილმა გაზარდა და ამიტომ გული ხშირად იქ მიუწევთ. მეც არ ვუშლი და ამის გამო შვილები სახლში სტუმრებად იქცნენ.

მე და ჩემს ქმარს იდეალური ურთიერთობა გვაქვს. მართალია, ხანდახან უაზრო შენიშვნები უყვარს, მაგრამ არაფერს მაკლებს. ხშირად დავდივართ რესტორანში, კინოში, თეატრში, წელიწადში ერთხელ სამოგზაუროდაც მივდივართ.

უბედნიერესი ქალი ვიყავი, სანამ გენომ ის საბედისწერო
წინადადება არ შემომთავაზა. ერთ დღეს სახლში გვიან დაბრუნდა. ძმაკაცებთან ერთად ქალაქგარეთ საქეიფოდ ბრძანდებოდა.

როგორც კი ფეხზე გაიხადა, მომიბრუნდა და მითხრა, ხვალიდან ქალიშვილობას აღიდგენო. დიდხანს ვიცინე, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე მარწმუნებდა, არ ხუმრობდა.

მეგონა, მეორე დღეს გამოფხიზლდებოდა და ეს სულელური წინადადება აღარ გაახსენდებოდა. საუბედუროდ ყველაფერი პირიქით მოხდა.

მეორე დღეს სრულიად სერიოზულად ამიხსნა, რომ ურთიერთობაში კრიზისს გრძნობს და უნდა ამ გზით ცხოვრება გავიხალისოთ. თან მითხრა, თუ ამ წინადადებაზე არ დავთანხმდები ცოლქმრული მოვალეობის შესრულებაზე უარს იტყვის.

წარმოდგენაც არ მინდა, რომ ასეთ სიგიჟეზე დავთანხმდე, მაგრამ ფაქტია, რომ ოჯახი თავზე მენგრევა.

ვეხვეწები, რომ მითხრას, ეს სისულელე საიდან მოფიქრა და რა მოხდა, იმ საბედისწერო ღამეს მეგობრებთან ერთად რომ იქეიფა, მაგრამ მარწმუნებს, რომ ის ღამე არაფერ შუაშია.

ჟურნალი რეიტინგი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 66 /
გიო
ესეთ სტატიებს ყოველთვის იგონებდნენ და მოიგონებენ , უბრალოდ არის კატეოგრია ვინც ეს სიმართლე გონია და "ვაიმეეე დედაააა როგორრრრ , გაგიჟდაააა" კომენტარებს წერენ. ამაზე უარესები ხდება რეალურ ცხოვრებაში მაგრამ ეს ყველა სტატია მოგონილია :))) გენო არა ჩემი ოქროს შანდალი
14:06 / 23-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თეკლე
რა უბედურებაა ადამაინი ავადაა და ან აქ რა საჭიროა ამ ისტორიის გამოფენა? ფსიქიატრიული ფორუმია?
13:49 / 23-05-2013
გამოხმაურება / 0 /
;დდ
ვაიმეეე, ამოვწყდიიიი ;დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ საღოლ ფანტაზიას ;დდდდდდდდდდდდდდდდდდდ
00:14 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
დიტო
აუ,მოვკვდი სიცილით:)))) ქალბატონო,თქვენი ქმარი ფსიქიატრთან წაიყვანეთ,უმჯობესია:)))
00:41 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლ.
აუ რა დატყნავს ამდენ გიჟებს ტოოოო
21:24 / 20-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინიკო
სულ გაუბერეთ???რა ამაზრზენია..გჯერათ თქვენ ეგეთი ამბის?...სადამდე დავიდა აზროვნება..
04:44 / 20-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ყოველგვარ აზრს მოკლებული იდიოტობაა..
04:34 / 20-05-2013
გამოხმაურება / 0 /
qeta
plastikuri unda rom gaiketo da magdenshi ver erkveva ........
00:16 / 20-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ტიტე
ისევ ერთუჯრედიანი ჟურნალისტის ნაბოდვარი!
21:04 / 19-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
მეტი სალაპარაკო არაფერი გაქვთ?
19:22 / 19-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS