17 მაისი, 2013
ქმარი ქალიშვილობის აღდგენას მაძალებს
რამდენიმე თვეა, რაც ჩემს თავს საშინელება ტრიალებს და არ ვიცი, ვის ვუთხრა. ცალკე ვცხოვრობთ, მეუღლეს საკმაოდ კარგი შემოსავალი აქვს და მეც სკოლაში ქიმიის მასწავლებლად ვმუშაობ. ბავშვები დედამთილმა გაზარდა და ამიტომ გული ხშირად იქ მიუწევთ. მეც არ ვუშლი და ამის გამო შვილები სახლში სტუმრებად იქცნენ.

მე და ჩემს ქმარს იდეალური ურთიერთობა გვაქვს. მართალია, ხანდახან უაზრო შენიშვნები უყვარს, მაგრამ არაფერს მაკლებს. ხშირად დავდივართ რესტორანში, კინოში, თეატრში, წელიწადში ერთხელ სამოგზაუროდაც მივდივართ.

უბედნიერესი ქალი ვიყავი, სანამ გენომ ის საბედისწერო
წინადადება არ შემომთავაზა. ერთ დღეს სახლში გვიან დაბრუნდა. ძმაკაცებთან ერთად ქალაქგარეთ საქეიფოდ ბრძანდებოდა.

როგორც კი ფეხზე გაიხადა, მომიბრუნდა და მითხრა, ხვალიდან ქალიშვილობას აღიდგენო. დიდხანს ვიცინე, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე მარწმუნებდა, არ ხუმრობდა.

მეგონა, მეორე დღეს გამოფხიზლდებოდა და ეს სულელური წინადადება აღარ გაახსენდებოდა. საუბედუროდ ყველაფერი პირიქით მოხდა.

მეორე დღეს სრულიად სერიოზულად ამიხსნა, რომ ურთიერთობაში კრიზისს გრძნობს და უნდა ამ გზით ცხოვრება გავიხალისოთ. თან მითხრა, თუ ამ წინადადებაზე არ დავთანხმდები ცოლქმრული მოვალეობის შესრულებაზე უარს იტყვის.

წარმოდგენაც არ მინდა, რომ ასეთ სიგიჟეზე დავთანხმდე, მაგრამ ფაქტია, რომ ოჯახი თავზე მენგრევა.

ვეხვეწები, რომ მითხრას, ეს სისულელე საიდან მოფიქრა და რა მოხდა, იმ საბედისწერო ღამეს მეგობრებთან ერთად რომ იქეიფა, მაგრამ მარწმუნებს, რომ ის ღამე არაფერ შუაშია.

ჟურნალი რეიტინგი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 66 /
ქქ
სხვადასხვა პოზები გეცადათ.
16:03 / 16-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიტა
ისტორია კი გამოგონილს გავს, იმდენად დაუჯერებელია, მაგრამ კარგად გამაცინა! ისე, რა სასაცილო გამოთქმაა "ცოლ-ქმრული მოვალეობა". მოვალეობაა სექსი? პრინციპში, ალბათ გააჩნია შემთხვევებს, თან გენო თუ ქვია ქმარს შეიძლება მართალიც იყოს ეს ისტორია
15:21 / 16-10-2014
გამოხმაურება / 0 /
გიო
საწყალი ჟურნალისტი! რას არ მოიგონებს საკუთარი სისუსტის დასაფარავად?!
15:06 / 16-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
რა პრობელმაა :) შენც აღიდგინე ქალიშვილობა. ე.ი. იმდენი ვიცინე, სკამიდან გადმოვვარდი. მისმინე ძვირფასო, შენც გახალისდები, ქმარსაც ხომ კიდევ ერთ ბედნიერ ღამეს შემატებ. ძალიან მაგარი ქმარი გყოლია და შენ კიდევ წუწუნებ???
17:03 / 21-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ქართველმა კაცებმა ისე გარეკეს რო არც ეს გამიკვირდება
02:57 / 21-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
დებილია ეს კალი კმარი რასაც გეუბნება გააკეტე,მერე იტყვიან ქარტველ კაცებს ბოზებსჰი სიარული უყვარტო ცოლი რომ ეწინააგმდეგება მაგიტომაც უყვარტ,მხარი აუბი მეუგლეს და დატანხმდი ამ სიგიჯის გაკეტებასჰი რა მოხდა მერე?ქმარი ტუ გიყვარს ყველაპერს გააკეტებ.
23:52 / 19-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატალი
მოგონილი ამბავია რაააა!!!
10:47 / 01-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ლ. -ს
მაგრად ვიცინე შენს კომენტარზე :D :D :D
10:36 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატა
მე მგონი მაგას პსიკიატრიც ვერ უსველის .წასულია მისი საკმე უ................
12:56 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ერთი ახლობელი ჟურნალისტი მყავს, დაახლოებით 7-8 წლის წინ ერთ ერთ ძალიან რეიტინგულ ახალგაზრდულ ჟურნალს ასეთ სტატიებს უგონებდა და ამაში ფულს უხდიდნენ. ასე რომ როცა თემა ილევა ხშირად ამ ხერხს მიმართავენ.
14:23 / 23-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS