17 მაისი, 2013
ქმარი ქალიშვილობის აღდგენას მაძალებს
რამდენიმე თვეა, რაც ჩემს თავს საშინელება ტრიალებს და არ ვიცი, ვის ვუთხრა. ცალკე ვცხოვრობთ, მეუღლეს საკმაოდ კარგი შემოსავალი აქვს და მეც სკოლაში ქიმიის მასწავლებლად ვმუშაობ. ბავშვები დედამთილმა გაზარდა და ამიტომ გული ხშირად იქ მიუწევთ. მეც არ ვუშლი და ამის გამო შვილები სახლში სტუმრებად იქცნენ.

მე და ჩემს ქმარს იდეალური ურთიერთობა გვაქვს. მართალია, ხანდახან უაზრო შენიშვნები უყვარს, მაგრამ არაფერს მაკლებს. ხშირად დავდივართ რესტორანში, კინოში, თეატრში, წელიწადში ერთხელ სამოგზაუროდაც მივდივართ.

უბედნიერესი ქალი ვიყავი, სანამ გენომ ის საბედისწერო
წინადადება არ შემომთავაზა. ერთ დღეს სახლში გვიან დაბრუნდა. ძმაკაცებთან ერთად ქალაქგარეთ საქეიფოდ ბრძანდებოდა.

როგორც კი ფეხზე გაიხადა, მომიბრუნდა და მითხრა, ხვალიდან ქალიშვილობას აღიდგენო. დიდხანს ვიცინე, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე მარწმუნებდა, არ ხუმრობდა.

მეგონა, მეორე დღეს გამოფხიზლდებოდა და ეს სულელური წინადადება აღარ გაახსენდებოდა. საუბედუროდ ყველაფერი პირიქით მოხდა.

მეორე დღეს სრულიად სერიოზულად ამიხსნა, რომ ურთიერთობაში კრიზისს გრძნობს და უნდა ამ გზით ცხოვრება გავიხალისოთ. თან მითხრა, თუ ამ წინადადებაზე არ დავთანხმდები ცოლქმრული მოვალეობის შესრულებაზე უარს იტყვის.

წარმოდგენაც არ მინდა, რომ ასეთ სიგიჟეზე დავთანხმდე, მაგრამ ფაქტია, რომ ოჯახი თავზე მენგრევა.

ვეხვეწები, რომ მითხრას, ეს სისულელე საიდან მოფიქრა და რა მოხდა, იმ საბედისწერო ღამეს მეგობრებთან ერთად რომ იქეიფა, მაგრამ მარწმუნებს, რომ ის ღამე არაფერ შუაშია.

ჟურნალი რეიტინგი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 66 /
ფიქრი2053
თუ ფული აქვთ, სეირნობენ და დროს ატარებენ. რა პრობლემაა ეს? აღიდგინოს ქალიშვილობა. და პრობლემაც ამოწურული იქნება. საკვირველი ეს კი არ არის. საკვირველი ისაა, რომ 4 შვილიან, სოციალურად დაუცველ ქალბატონს, სოციალური დახმარება შეუჩერეს მხოლოდ იმის გამო, რომ დედა გარდაეცვალა. უნდა შევისწავლოთო ახალი გარემოება. სამი თვე?
12:03 / 17-10-2014
გამოხმაურება / 0 /
თამაზინო
"ჯოკონდას" კომენტარზე ჩავბჟირდი. ამ მანდილოსანს კი ვურჩევ, აღიდგინოს ქალიშვილობა და დაცენტრილი ქმრის ჯიბრზე, სხვას მისცეს!
08:08 / 17-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
სულ გამოგონილი სისულელეების ბეჭდვას,იქნებ გეცადათ და ნამდვილი ამბავი მოგეთხროთ საინტერესოდ?
00:50 / 17-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მე
ვიღაც ავადმყოფი წერს ამ პოსტს, ფუუუ მარაზმატიკები
22:48 / 16-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ეს სისულელე იქით იყოს და მე იმაზე გამეცინა-,,იდეალური ურთიერთობა გვაქვს,მაგრამ ხანდახან უაზრო შენიშვნებს მაძლევსო" ეს ერთი პარადოქსი და შემდეგ არანაკლებ ,,სახალისო" და ქმრის ,,სიკარგის"გამამართლებელ-დამადასტურებელი გაგრძელება-,,მაგრამ არაფერს მაკლებს" და ა.შ. სწორედ ასეთ ,,იდეალურ" ქმარს თუ მოუვა თავში მსგავსი სისულელე!... :) :) :)
21:01 / 16-10-2014
გამოხმაურება / 0 /
პეტრე
საინტერესოა, ამ ქალმა ქალიშვილობა ერთხელ უნდა აღიდგინოს, თუ ეხლა ყოველი სექსის მერე უნდა აღიდგინოს ხოლმე...
20:40 / 16-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მეგი
სასწრაფოდ გაშორდი,მაგი კაცად აწი აღარ ივარგებს! ეტყობა არც აქამდე ვარგოდა!
20:08 / 16-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნია
ჯოკონდა შენ რა გითხარი............... გადავვარდიიიიიიიი :))))))))))))))))))
20:03 / 16-10-2014
გამოხმაურება / 0 /
გამაგებინეთ, ერთი...
.. ეს კაცი სვანია?
18:24 / 16-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მე
და რტომ იხილავ ამ თემას ასე საზოგადოებაში, არ იცი რომ ყველა ადამიანს თავისი აზრი აქვს............. აღიდგინე და მორჩა არც სალაპარაკო გახდება და აგარც ქმარს აწყენინებ რა პრობლემააა ქმარს უნდა ისე საყვარელისთვის ულაპარკოდ აღიდგენდით არაა
17:38 / 16-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS