1. იმის წარმოდგენა, რომ ქმარი ქორწინების პირველსავე დღეს ამინას სილას გააწნავდა შეუძლბელი იყო. ის ძალიან თავაზიანი, ალერსიანი და ყურადღებიანი საქმრო გახლდათ. არაფერი მიანიშნებდა, რომ მას შეეძლო ცოლი ყოველდღე ეცემა. მიზეზი ნებისმიერი რამ შეიძლებოდა ყოფილიყო - ხელში ტელეფონი აიღე? აი,
2. სამსახურში წასვლისას ქმარი ამინას შინ კეტავდა, არც კი აინტერესებდა ცოლს საჭმელი ჰქონდა თუ არა. საბედნიეროდ, ამინას დედა აკითხავდა და კალათით საჭმელი მიჰქონდა. ამინა ფანჯრიდან თოკს ჩამოუშვებდა, დედა კალათს თოკზე გამოაბამდა და შვილს ასე აწვდიდა საკვებს. შინ დაბრუნებული ქმარი, თუ პროდუქტის კვალს აღმოაჩენდა, ისევ ამინას სცემდა.
3. ერთადერთი, რითაც ამინას თავის გართობა შეეძლო, საბავშვო მულტფილმები იყო. მაგრამ ერთხელ, ამინამ შეაქო უფლისწული ივანი, რადგან მან საცოლე ჯერ კიდევ მაშინ შეიყვარა, როცა ის ბაყაყი იყო. ქმარმა ეს ღალატად აღიქვა და ამინას გონების დაკარგვამდე სცემა. შემდეგ იარაღითაც დაუპირა მოკვლა, მაგრამ ქმრის ბიძამ კარი შეამტვრია და გაცოფებული ძმისშვლი ძლივს შეაჩერა. ამ აურზაურში ამინა ფანჯრიდან გადახტა და დედასთან გაიქცა.
4. რამდენიმე თვის განმავლობაში ამინა შინიდან არ გასულა, მაგრამ როგორც კი გავიდა, ქმარმა მოიტაცა. როცა დედა ურეკავდა, ამინა პასუხობდა, რომ თავს კარგად გრძნობდა და ქმარიც კარგად ექცეოდა, მაგრამ შემდეგ ნაცემი, თავის ქალის ტრავმით გაიქცა დედასთან. ქმარი კი ურეკავდა და ცოლსაც და სიდედრსაც მოკვლით ემუქრებოდა.
5. მეორე შემთხვევის შემდეგ ამინამ გადაწყვიტა, საერთოდ არ გასულიყო შინიდან. მაშინ ქმარმა მომენტი შეარჩია და პირდაპირ სახლიდან გაიტაცა, ამინას ბებიამ წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ კაცთან ვერაფერს გახდა. ქმარმა თმით გამოათრია ცოლი სახლიდან.
6. ამინა პოლიციელებმა გაათავისუფლეს. ქალს თავის ქალის ტრავმა ჰქონდა მიღებული, დაზიანებული ჰქონდა სასქესო ორგანოები, სხეულზე დანით მიყენებული ჭრილობების კვალი აღენიშნებოდა. შავ ჰიჯაბში იყო გამოწყობილი და ირწმუნებოდა, რომ ქმართან საკუთარი სურვილით იმყოფებოდა.
7. ამინას ქმარს ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ქალი ქმარს გაეყარა, მაგრამ მკურნალობისთვის ძალიან დიდი ხანი დასჭირდა. თავიდან არც კი ლაპარაკობდა, მთელი დღეების განმავლობაში იწვა და კედელს მიშტერებოდა. სწორედ საავადმყოფოში გაიცნო თავისი მეორე ქმარი და დღემდე გაოცებულია, როგორ შეუძლია მამაკაცს იყოს ასეთი კეთილი და ნაზი.