20 ნოემბერი, 2017
7 საშინელი ფაქტი ჩეჩენი ქალის ცხოვრებიდან, რის გამოც, შეიძლება თმა ყალყზე დაგიდგეთ
სტატისტიკის მიხედვით, ჩეჩნეთში ყოველ მესამე ქალს ქმარი სილას აწნავს. დაახლოებით, ყოველ მეათეს - ქმარი სცემს. შემოთავაზებული ისტორია ჩეჩენი ქალის მონათხრობია, რომელსაც პირობითად ამინა დავარქვით. ის, როგორც აღმოჩნდა, ტიპურ ტირანს გაჰყვა ცოლად. აი, რამდენიმე ფაქტი მისი ცხოვრებიდან:

1. იმის წარმოდგენა, რომ ქმარი ქორწინების პირველსავე დღეს ამინას სილას გააწნავდა შეუძლბელი იყო. ის ძალიან თავაზიანი, ალერსიანი და ყურადღებიანი საქმრო გახლდათ. არაფერი მიანიშნებდა, რომ მას შეეძლო ცოლი ყოველდღე ეცემა. მიზეზი ნებისმიერი რამ შეიძლებოდა ყოფილიყო - ხელში ტელეფონი აიღე? აი,
შენ, მიიღე!


2. სამსახურში წასვლისას ქმარი ამინას შინ კეტავდა, არც კი აინტერესებდა ცოლს საჭმელი ჰქონდა თუ არა. საბედნიეროდ, ამინას დედა აკითხავდა და კალათით საჭმელი მიჰქონდა. ამინა ფანჯრიდან თოკს ჩამოუშვებდა, დედა კალათს თოკზე გამოაბამდა და შვილს ასე აწვდიდა საკვებს. შინ დაბრუნებული ქმარი, თუ პროდუქტის კვალს აღმოაჩენდა, ისევ ამინას სცემდა.

3. ერთადერთი, რითაც ამინას თავის გართობა შეეძლო, საბავშვო მულტფილმები იყო. მაგრამ ერთხელ, ამინამ შეაქო უფლისწული ივანი, რადგან მან საცოლე ჯერ კიდევ მაშინ შეიყვარა, როცა ის ბაყაყი იყო. ქმარმა ეს ღალატად აღიქვა და ამინას გონების დაკარგვამდე სცემა. შემდეგ იარაღითაც დაუპირა მოკვლა, მაგრამ ქმრის ბიძამ კარი შეამტვრია და გაცოფებული ძმისშვლი ძლივს შეაჩერა. ამ აურზაურში ამინა ფანჯრიდან გადახტა და დედასთან გაიქცა.

Rating

4.
რამდენიმე თვის განმავლობაში ამინა შინიდან არ გასულა, მაგრამ როგორც კი გავიდა, ქმარმა მოიტაცა. როცა დედა ურეკავდა, ამინა პასუხობდა, რომ თავს კარგად გრძნობდა და ქმარიც კარგად ექცეოდა, მაგრამ შემდეგ ნაცემი, თავის ქალის ტრავმით გაიქცა დედასთან. ქმარი კი ურეკავდა და ცოლსაც და სიდედრსაც მოკვლით ემუქრებოდა.

5. მეორე შემთხვევის შემდეგ ამინამ გადაწყვიტა, საერთოდ არ გასულიყო შინიდან. მაშინ ქმარმა მომენტი შეარჩია და პირდაპირ სახლიდან გაიტაცა, ამინას ბებიამ წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ კაცთან ვერაფერს გახდა. ქმარმა თმით გამოათრია ცოლი სახლიდან.
Rating
6. ამინა პოლიციელებმა გაათავისუფლეს. ქალს თავის ქალის ტრავმა ჰქონდა მიღებული, დაზიანებული ჰქონდა სასქესო ორგანოები, სხეულზე დანით მიყენებული ჭრილობების კვალი აღენიშნებოდა. შავ ჰიჯაბში იყო გამოწყობილი და ირწმუნებოდა, რომ ქმართან საკუთარი სურვილით იმყოფებოდა.

7. ამინას ქმარს ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ქალი ქმარს გაეყარა, მაგრამ მკურნალობისთვის ძალიან დიდი ხანი დასჭირდა. თავიდან არც კი ლაპარაკობდა, მთელი დღეების განმავლობაში იწვა და კედელს მიშტერებოდა. სწორედ საავადმყოფოში გაიცნო თავისი მეორე ქმარი და დღემდე გაოცებულია, როგორ შეუძლია მამაკაცს იყოს ასეთი კეთილი და ნაზი.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
მია
ერთი ქმარი თუ ასეთი გამოდგა, რა უფლებით ლაპარაკობთ მთლიანად ერზე? ქართველებში ასეთი ქმრები არ მოიძებნება? (არ დაბლოკოთ წინა კომენტარის მსგავსად).
10:31 / 29-11-2017
გამოხმაურება / 0 /
მია
ასეთი მხეცი ქმრები ქართველებშიც და ყველა ერშიც ბევრი მოიძებნება. ერთი ქმარი თუ ასე იქცევა, მთლიანად ერზე რა უფლებით ლაპარაკობთ და ამ შეკვეთილი სტატიით ჩვენს შორის წყალს რატომ ამღვრევთ???
10:26 / 29-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ნინო
სირცხვილი ამის დამცერს ნეტა კველა იკოს ცჰეცჰენი კმრების ნაირი როგორებიც ეგენი არიან
19:53 / 27-11-2017
გამოხმაურება / 0 /
კალაუ
რას ბოდავტ ცჰეცჰენი კაცი რომ ცოლს პტივს სცემს ნეტა კარტველმა სცეს ისეპატივი იკ კველას ტავისი ადგილიაკ დედას ცოლს დას დზმას მამას და ურტიერტ პატივისცემა დგემდე აკვტ ადატ ცესად სჰემოგებული რა სადისტი კმრები რამდენიც გინდა იმდენია საკარტველოსჰი რაც სჰეეხება სეტ კმრებს ცჰეცჰნეტსჰი ტიტკმის არ მოიდზებნება სირცხვილისჰენ ამის დამცერს
19:51 / 27-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ალბათ უფრო სწორი იქნებოდა ჩეჩენი მუსულმანით ჩაგენაცვლებინათ.
17:19 / 27-11-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS