ოსტინი და მისი მეუღლე ბრიანა პირველ შვილს ელოდებოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, მამაკაცი შვილის დაბადების პირველ წუთებს ვერ დაესწრო და მეუღლეს პირადად ვერ მიულოცა.
ამ მოვლენამდე ერთი თვით ადრე, ის ტვინში ძლიერი სისხლჩაქცევების გამო საავადმყოფოში მოათავსეს. ამაში დამნაშავე თავად
ერთ დღეს, ოსტინის ფეხმძიმე ცოლს შეატყობინეს, რომ ქმარი სიკვდილის პირას იყო. ის პირდაპირ სამსახურიდან საავამდყოფოში გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მამაკაცს თავის ქალის წინა ნაწილში უზარმაზარი ხვრელი დარჩა.
როგორც ბრიანა იხსენებს, იმ მომენტში მან "ძლიერი ემოციური შოკი" განიცადა, ფიქრობდა, რომ ან განსაცდელს ვერ გაუმკლავდებოდა და ღმერთს მხოლოდ ქმრის გადარჩენას ევედრებოდა. უმწეო ქალს საშინელი შიში იპყრობდა იმის გააზრებისას, რომ მალე უნდა ემშობიარა და მეუღლის მარტო დატოვება მოუხდებოდა, როცა ის სიკვდილს ებრძოდა და თანადგომა ესაჭიროებოდა.
როცა ბავშვი დაიბადა, რომელიც ძალიან ჰგავს მამას, ახლადგამომცხვარი დედა მაშინვე ქმართან გაიქცა და სასწაული მოხდა - ოსტინმა გაიღვიძა!
ამ ოჯახური წყვილის ცხოვრებას ნორმალურს ვერ ვუწოდებთ. მათ ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა უწევთ, მაგრამ ცოლი საკუთარი ბედნიერებისთვის ბრძოლით არ იღლება. ქმარი საავადმყოფოში დაჰყას, ასწავლის სიარულს, ჭამას და სხვა უამრავ რამეს. ბრიანა აცნობიერებს, რომ ოსტინი ძველებური აღარასდროს იქნება, თუმცა, მაქსიმალურად ცდილობს, ქმარმა თავი სრულფასოვნად იგრძნოს.
მას შემდეგ ცოლს ქმარი კიდევ უფრო მეტად შეუყვარდა და მზადაა, მისთვის თავი გასწიროს.
ანა გარელი