13 ნოემბერი, 2017
ეს 90 წლის ბებია ყოველ წელს საკუთარი ხელით უხატავს ხალხს სახლებს
ანეჟკე კაშპარკოვა 90 წლის გახლავთ და ჩეხეთში ცხოვრობს, სოფელ ლოუკში. ამ ასაკშიც კი ახერხებს იმდენს, რომ გაზაფხულსა და შემოდგომაზე ეკლესიის კედლებს და მეზობლის სახლებს ხატავს.

40 წელზე მეტია, ეს ქალბატონი ვერ ელევა პატარა ფუნჯსა და ლურჯ საღებავს. ასე იფურჩქნება ამ სოფლის სახლების კედლებზე ლამაზი ცისფერი ყვავილები.

ანეჟკა კაშპარკოვა მესამე მხატვარია, რომელიც კედლების მოხატვის ტრადიციას მისდევს. ეს ტრადიცია კი ამ სოფელში დაახლოებით 100 წლისაა.
- რა მხატვარი, რის მხატვარი, რას ამბობთ, მე უბრალოდ საკუთარ ჭიას ვახარებ.
მინდა, მეზობლებს დავეხმარო, - ამბობს ანეჟკა. 


განაგრძეთ კითხვა:

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS