06 ნოემბერი, 2017
კურგანში მამაკაცმა ქალი სასტიკად სცემა და ყურები და ცხვირი მოაჭამა - პოლიციამ დამნაშავე გაათავისუფლა
სოციალურ ქსელში ანონიმურმა მომხმარებელმა გაამხილა შემაძრწუნებელი დანაშაული, რომელიც კურგანში მოხდა: მამაკაცმა 41 წლის ქალი სასტიკად აწამა.

დაშავებული კურგანის საავადმყოფოში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, მას თავის ქალის ტრავმა, ტვინის შერყევა, ნეკნის მოტეხილობა და მთელ სხეულზე ნაკბენები აღმოუჩინეს. 1972 წელს დაბადებულმა თავდამსხმელმა ქალს ყურები და ცხვირი მოაჭამა.

პოლიციამ დამნაშავე დააკავა, თუმცა, მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. როგორც სოც. ქსელები იტყობინებიან, მამაკაცის ამჟამინდელი სამყოფელი უცნობია, ამიტომ ადგილობრივებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდეს.

მედიის ცნობით, პოლიციამ მომხდარი ამბავი დაადასტურა და განაცხადეს, რომ ეჭვმიტანილი არ
იმალება და მისი ადგილსამყოფელი ცნობილია. სამართალდამცავებმა ისიც დაამატეს, რომ ყველა ჩამოთვლილი დიაგნოზი სიმართლეს არ შეესაბამება და ქალი საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს. საქმეზე მედექსპერტიზა დაინიშნა.

ანა გარელი

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS