"ნატვრის გოგონა" 1959 წლის 26 ოქტომბერს, თბილისში დაიბადა. მისი სამსახიობო კარიერა ადრეული ასაკიდან დაიწყო. ის 12 წლის იყო, როცა მოკლემეტრაჟიან ფილმ "შადრევანში" გადაიღეს. შემდეგ იყო: "როცა აყვავდა ნუში", "მშვენიერი კოსტიუმი" და სხვა, თუმცა კინოში განსახიერებული 30-მდე როლის მიუხედავად, მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული და აღიარება მას
"წლინახევრის ვიყავი, როცა მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ, ამიტომ მამა ბუნდოვნად მახსოვს. განებივრებული? - არა, არასდროს ვყოფილვარ. დედას ამის საშუალება, უბრალოდ, არ ჰქონდა. 12 წლიდან კინოში დავიწყე გადაღება და ჩემი ოჯახის მარჩენალი გავხდი...
მარიტამ მართლაც რომ წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო ჩემს კარიერაში, არამედ, ზოგადად, ცხოვრებაში. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ ბევრ ფილმში ვითამაშე, "ნატვრის ხე" მაინც სხვა იყო. დღემდე სწორედ ამ ფილმით მიხსენებენ. მარიტას როლი ცხოვრების ბოლომდე გამყვება", - განაცხადა მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
განაგრძეთ კითხვა: