24 ოქტომბერი, 2017
სინდრომი რომლის შესახებ არაფერი გსმენიათ - რატომ იწონის 10 თვის ბიჭუნა 30 კილოგრამს
10 წლის ლუის მანუელი, შესაძლოა ისტორიაში ყველაზე მსუქანი ადამიანის სტატუსით შევიდეს. საქმე ის გახლავთ, რომ ბიჭუნა ჯერ მხოლოდ 10 თვის არის და არც მეტი, არც ნაკლები 30 კილოგრამს იწონის.

მშობლებს უკვე მისი ხელში აყვანაც არ შეუძლია.

ლუის მანუელი 3.5 კგ დაიბადა, თუმცა ორი თვის შემდეგ წონაში კატასტროფული მატება დაიწყო.

Rating
სავარაუდოდ ბიჭუნა პრადერ ვილის სინდრომით არის დაავადებული.

პრადერ–ვილის სინდრომი იშვიათი დაავადებაა, რომელიც თანდაყოლილია და იწვევს რამდენიმე ფიზიკურ, მენტალურ და ქცევით პრობლემას.

პრადერ–ვილის სინდრომით დაავადებულები ხშირად იკვებებიან,
რადგან დანაყრებას ვერ გრძნობენ. ხშირად, რთულდება წონის კონტროლი. პრადერ–ვილის სინდრომის მრავალი გართულება სწორედ ჭარბ წონას უკავშირდება.

Rating
პრადერ–ვილის სინდრომი გენეტიკური დაავადებაა. მდგომარეობა გამოწვეულია ერთი ან რამდენიმე გენის მუტაციით. უცნობია, ზუსტად რომელი გენებია პასუხისმგებელი, თუმცა ცნობილია, რომ პრობლემა მე–15 ქრომოსომის კონკრეტულ სეგმენტშია.

პატარა ლუისს ძვირადღირებული მკურნალობა და ინექციები სჭირდება, რისი საშუალებაც მის ოჯახს არ აქვს და ამიტომ ხალხის დახმარებას ითხოვს. 

მომზადებულია: lemurov.net-ის მიხედვით
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS