- ბატონო მიშა, მგონი ერთადერთი ხართ, რომელმაც ჯერ კიდევ წლების წინ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება და
- დიახ, ასეთი ვინმე არც ახლა მახსენდება და მსოფლიოში არც არავინ შემხვედრია... დღესაც მესმის, რომ ბევრს სძულს სკოლა. ჩემს დროს კი სკოლა ისეთი საშინელება იყო, არაფრით არ შეიძლებოდა ადამიანს შეყვარებოდა. ეს გადაწყვეტილებაც იმიტომ მივიღე, რომ ვგრძნობდი, ყველაზე მეტად სკოლა მძულდა... სკოლის ასეთი სიძულვილი მაშინდელმა სისტემამ გამოიწვია. კომუნისტების პერიოდი იყო, თავისუფლების შეზღუდვა, ისეთ რამეებს გვასწავლიდნენ, რაც საჭირო არ იყო და პირიქით, რაც საჭირო იყო, ის არ ისწავლებოდა. ერთი სიტყვით, ყველაფერი უკუღმართად იყო!
- თქვენ შვილებსაც კომუნისტების პერიოდში მოუწევდათ სკოლის პერიოდი...
- დიახ, რასაკვირველია! ჩემი შვილებიდან – ანა არის ყველაზე უმცროსი, მასზე უფროსია – მარინა და ყველაზე უფროსია – თინათინი... ყველა მათგანს კარგი განთლება აქვთ! თუ გაქვს გადაწყვეტილი, განათლებას ყველა ასაკში და პირობებში მიიღებ! ოღონდაც განათლება ის არის, როდესაც ნათელი აზრები გაქვს!
- როდესაც ყველა ბავშვი სკოლაში მიდიოდა, თქვენს შვილებსაც არ სურდათ სკოლაში ყოფნა?
- როდესაც სკოლის დასაწყისი მოდიოდა და ყველა ბავშვი სკოლაში მიდიოდა, ჩვენ პირველ სექტემბერს ზღვაზე მივდიოდით და ერთი თვე იქ ვრჩებოდით. ჩემმა შვილებმა იქ მეგობრები გაიჩინეს და ძალიან საინტერესო ცხოვრება ჰქონდათ... არც ერთ მათგანს სახლში არ დაუდიოდათ მასწავლებლები, ჩვენ თვითონ ვაკითხებდით ქართულ თუ რუსულ ლიტერატურას, სხვა საგნებსაც ვასწავლიდით... სკოლა მაშინ არის კარგი, თუ იქ აღმოაჩენენ, რისი ნიჭი აქვს ადამიანს და განავითარებენ. როგორ შეიძლება, ყველამ ერთი და იგივე ისწავლოს?!
- როგორ შეძლეს მიეღოთ უმაღლესი განათლება?
- ექსტერნად ჩააბარეს გამოცდები და ატესტატი მიიღეს... უმცროსი ანა დადიოდა სკოლაში, ოღონდაც საფრანგეთში, რადგან იქ ცხოვრობდა. ცოტა ხანს აქაც ასწავლა დედამისმა. დღეს სტუდენტია, უკვე მეორე ფაკულტეტზე სწავლობს. სამი წლის წინ სორბონის უნივერსიტეტი დაამთავრა და შემდეგ სხვა დარგზეც მოინდომა სწავლა.
- პრობლემები არ შეგექმნათ განათლების სამინისტროდან, ბავშვებს რომ სკოლაში არ ასწავლიდით?
- ძალიან დიდი პრობლემები იყო, მაგრამ გავუძელი. ციხეში ჩასმითაც კი მემუქრებოდნენ... ზოგჯერ მეკითხებიან, სხვებს თუ ვურჩევდი ჩემსავით მოქცეულიყვნენ, მე კი ვურჩევდი, მაგრამ უნდა გაითვალისწინონ, რომ ძალიან რთული იქნება. ამიტომაც ბოლომდე შეიძლება ვერ შეასრულონ გადაწყვეტილება.
- შვილებს უთქვამთ საყვედური, სკოლაში რომ არ ატარეთ?
- კი, ბევრჯერ უთქვამთ და დღემდე ამბობენ. თუმცა მე არ ვნანობ. ვხედავ დღეს ისინი როგორი განვითარებული არიან და იმდენი წიგნები აქვთ წაკითხული, რამდენიმე ადამიანსაც კი ეყოფა! შესანიშნავად ფლობენ რუსულს, ინგლისურს, ფრანგულს!
- თქვენი ვაჟი გეგა კობახიძე დადიოდა სკოლაში?
- ფაქტობრივად არც ის დადიოდა... თავისი ნებით აცდენდა ძალიან ხშირად... მაშინდელი სკოლა ძალიან ცუდი იყო და ახლა შედარებით განსხვავდება...
განაგრძეთ კითხვა: