რამდენიმე წლის წინ, ჟურნალმა "ცხელი შოკოლადი" გამოაქვეყნა ჩანაწერები ლიკა ქავჟარაძეზე, რომელიშიც ლიკასთან ერთად, მისი ახლობლები და მეგობრები საუბრობენ. გთავაზობთ ლიკა ქავჟარაძის შვილის, ლევან თაქთაქიშვილის საუბრის ეპიზოდს:
"ძნელია დედაზე ლაპარაკი, ალბათ იმიტომ, რომ დედაა და მასთან დაკავშირებული ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივი გგონია. ლიკა ყოველთვის ცდილობს ნაკლებად ჩაერიოს ჩემს ცხოვრებაში, შეიძლება იმიტომ,
დილას ყავით და სიგარეტით იწყებს, მერე ერთი საათი ზის და ფხიზლდება. სპორტული ტიპია, ერთი პერიოდი სულ დარბოდა, ვარჯიშობდა, ბევრს ცურავდა, ხატავდა. მე ლიკას ნახატები უფრო მომწონს, ვიდრე ჩანაწერები; ამ ბოლო დროს სულ წერს ხოლმე; რა ვიცით თავის ცხოვრებაზე.
არა, ეგ არასდროს მიგრძვნია, ან შეიძლება არ ვაკვირდებოდი, პატარა ვიყავი; უბრალოდ, ძალიან მოსაბეზრებელი იყო - ეს ლიკას ბიჭიაა… შენ კი დებილივით დგეხარ და იღიმები. პირველად, "ნატვრის ხე" როცა ვნახე, ძალიან ბევრი ვიტირე, თან მაშინ ლიკა აქ არ იყო და მეგონა მოკვდა...
განაგრძეთ კითხვა: