11 ოქტომბერი, 2017
დედამ საკუთარი მცირეწლოვანი შვილი მოწამლა: „მისი მოკვლა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მინდოდა“
გულნარა საიპულაევამ, რომელმაც საკუთარი 5 წლის ქალიშვილი მოკლა, სასამართლოს ჩვენება მისცა.

ქალმა დანაშაული აღიარა. ის ბახტირ ომაროვის კანონიერი მეუღლე გახლდათ და ფერმაში ცხოვრობდა, რომელიც მამაკაცს, სახელად რაფიგს ეკუთვნოდა. 2012 წელს წყვილს ქალიშვილი, ლუიზა შეეძინათ.

როგორც საიპულაევამ განაცხადა, ფულს სხვადასხვა სახლებსა და ფერმებში მუშაობით გამოიმუშავებდა. მან აღნიშნა, რომ ცხოვრების გამარტივების გამო, მშობლებთან გადასვლა სურდა, თუმცა ქალიშვილის ყოლა ხელს უშლიდა. ქალი ფიქრობდა, რომ თუ მშობლებთან შვილთან ერთად წავიდოდა, ისინი არ მიიღებდნენ.

გულნარამ ისაუბრა, რომ მშობლებთან დაბრუნდება და
თავისუფლად ცხოვრება სურდა, ამიტომ 14 ივნისს დილით, შვილის მოკვლა განიზრახა. მან რძეში ნეოციდოლის ამპულა და სხვა საშუალებები გახსნა და ლუიზას დაალევინა, რის შედეგადაც ბავშვი გარდაიცვალა.

როცა პროკურატორის წარმომადგენლებმა საავადმყოფოში ქალს ჰკითხეს, თუ როგორ მოხდა ეს, მან არაფერი უპასუხა. მხოლო 6 დღის შემდეგ გამოუტყდა ქმარს, რომ გოგონა გაუაზრებლად მოწამლა.

ამჟამად გულნარა საიპულაევას მიერ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
თუთა
მაინტერესებს რას იძიებენ...
17:54 / 17-10-2017
გამოხმაურება / 0 /
niania
Cxoveli!
16:58 / 12-10-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS