თბილისობა ყოველწლიური საშემოდგომო დღესასწაულია. პირველად 1979 წლის 28 ოქტომბერს აღინიშნა და იქიდან მოყოლებული, ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. როგორც ამბობენ, პირველივე თბილისობამ განსაზღვრა მისი ხასიათი და გადაწყდა, დღესასწაული ყოველწლიურად აღნიშნულიყო, რასაც ოქტომბრის ბოლო ან ბოლოს წინა შაბათ-კვირა დაეთმობოდა.
თბილისობის მოწყობის იდეა, თავიდან ასეთი იყო, - დედაქალაქში წარსულისა და აწმყოს შეხვედრა უნდა მომხდარიყო, - გაცოცხლებულიყო ძველი ცხოვრების სურათები: თბილისის ისტორიულ უბნებში ყარაჩოღელებს, კინტოებს, ეროვნულ სამოსში გამოწყობილ ა
დამიანებს უნდა ევლოთ, ესეირნათ ფაეტონით, მტკვარზე ტივი ჩაშვებულიყო, თბილისურ აივნებზე ფარდაგები გადმოეკიდულიყო და იქ თბილისელი ''კნეინები''გადმომდგარიყვნენ,
გლეხებს სოფლებიდან სანოვაგე ჩამოეტანათ, დედაქალაქში მათი ჭირნახულის გამოფენა-გაყიდვაც გამართულიყო, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხე წარმოეჩინათ, შეეწვათ მწვადი, საწნახელში ყურძენი დაეწურათ, სადღეგრძელოები ეთქვათ, გამართულიყო თეატრალური სანახაობები, სხვადასხვა სპორული შეჯიბრება, კონცერტი, წაეკითხათ ლექსები და აერჩიათ საპატიო მოქალაქეები... იდეა მალე რელობად იქცა, მასში საქართველოს მოსახლეობა სიამოვნებით და აქტიურად ჩაერთო, წლიდან წლამდე ამ დღესასწაულს სიხარულით ელოდებოდნენ...
განაგრძეთ კითხვა: