- როგორი მოგონებები გაკავშირებთ მამასთან? თუ გახსენდებათ რაიმე გარდამტეხი თქვენს ურთიერთობაში?
- ჩემს მეხსიერებაში ორი საიდ ნოსაირი არსებობს. პირველი - ძალიან კეთილი და მზრუნველი მამა, რომელიც ყოველთვის ჩვენს გამხიარულებას
- როგორ გაგაცნო მამამ ისინი?
- მითხრა, რომ ესენი ჩემი ბიძიები არიან. ძირითადად არაბულად საუბრობდნენ და მე კარგად ვერ ვიგებდი რას ამბობდნენ, თუმცა მათ სახეებზე აგრესიასა და განრისხებას ვხედავდი.
- როგორ გახსენდება ის ღმე, როცა რაბინ მეია კაჰანის მკვლელობის შესახებ გაიგე?
- მეძინა, დედა ოთახში შემოვიდა, აღელვებული იყო, იცვამდა თან რაღაც ნივთებს აგროვებდა. მითხრა, რომ მამა დააპატიმრეს და სახლი უნდა დაგვეტოვებინა. გარეთ ბიძია გველოდებოდა, რომელმაც ამერიკაში წამოგვიყვანა. მას შემდეგ ჩემი სახლი არ მინახავს.
- ალბათ, ამან მთელი თქვენი ცხოვრება შეცვალა...
- რადიკალურად შეიცვალა ჩვენი ცხოვრება. ჩვენ ვიყავით მუსულმანური ოჯახი ამერიკაში. პოლიციის მანქანა ყოველთვის იდგა სახლის წინ, მახსოვს ძალიან მეშინოდა, პირველი ორი წლის განმავლობაში სახლიდან საერთოდ არ გამოვდიოდი, ჩაკეტილი ცხოვრების წესით ვცხოვრობდით.
თავიდან ხშირად მოდიოდნენ მამას მეგობრები, ალბათ, მათ პასუხისმგებლობა აიღეს,რომ ყურადღებას მოგვაქცევდნენ და ასეც იქცეოდნენ, თუმცა შემდეგ ისინიც დაიჭირეს. 2 წლის შემდეგ სკოლაში სიარული დავიწყე. ყოველთვის დაცინვის ობიეტქი და ბუულინგის მსხვერპლი ვიყავი. ასეთი იყო მამის მემკვიდრეობა და "ტერორისტის ვაჟის" ბედი.
- როგორ ფიქრობთ, იცოდა დედათქვენმა რომ ის დამნაშავე იყო თუ მის რწმენას იზიარებდა?
- დარწმუნებული ვარ, თავიდან არ იცოდა. პირველად, როცა მამა იარაღის უკანონო ტარებისთვის დაიჭირეს, დედა ყველანაირად იცავდა მას, მაგრამ როცა გაიგო, რომ მსოფლიო სავაჭრო ცენტრის დაბომბვის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, მაშინ გააცნობიარა, ვინ იყო მისი ქმარი სინამდვილეში.
- თქვენ რას ფიქრობდით მამაზე?
- როცა კაჰანეს მკვლელობაში დაადანაშაულეს, ვცდილობდი როგორმე გამემართლებინა და ვამბობდი, რომ რაბინი ჩვენი რელიგიის წევრი იყო, მაგრამ ბრძოლობდა მუსლიმანების წინააღმდეგ. ასე მანამდე ვფიქრობდი, სანამ მსოფლიო სავაჭრო ცენტრის დაბომბვის შესახებ გავიგებდი, რომლის მიზანი უდანაშაულოო ადამიანების მოკვლა იყო. შემდეგ მითხრეს, რომ სიკვდილით დაუსჯიათ რაბინის ცოლი, მცირეწლოვანი შვილი, უფროსი ვაჟი და მისი ცოლ-შვილი.
- პროფესიის არჩევესკენ, გამხდარიყავით მშვიდობისდამცველი, მამის საქმიანობისადმი პროტესტმა გიბიძგათ?
- არა, მე ვერ ვხვდებოდი რა იყო მათი მიზანი. მათ ქმედებას ვუძებნიდი ახსნას და ამასთან ვამტყუვნებდი მათ.
ერთხელ დედამ მითხრა, რომ დაიღალა ხალხის სიძულვილით. ეს სიტყვები ჩემს გონებაში მზის სხივებივით მიმოიფანტნენ. მივხვდი, რაღაც თავადვე უნდა გამეკეთებინა ჩემთვის და პირველ რიგში მისთვის, რაღაც თავადვე უნდა შემეცვალა.
- როგორ დააჯერეთ ხალხი იმაში რომ არ იზიარებდით მამის იდეოლოგიას?
- წლების განმავლობაში ვატყუებდი მათ. ვამბობდი, რომ მამაჩემი გულის შეტევით გარდაიცვალა და აგრესიის ნაცვლად სიბრალულუს ვიღებდი, თუმცა ეს არ მჭირდებოდა. შევიცვალე სახელიც და ირგვლივ არავინ იცოდა თუ ვინ ვიყავი. ერთი ტვირთი მოვიშორე, თუმცა ახალი ტვირთის ტარება მიწევდა. ფაქტობრივად, ჩემი მეგობრერბი არ მიცნობდნენ, ეს ძალიან რთული იყო.
- თქვენ ახლა ათეისტი ხართ. როგორ მიხვედით აქამდე?
- ამ გადაწყვეტილებას არ აქვს საერთო მამაჩემის ქმედებებთან. მაშინვე ვიცოდი, რომ მისი საქციელი რელიგიის მიღმა იყო. უბრალოდ, მე, როგორც ძალიან ბევრმა ადამიანმა, დავკარგე რწმენა.
- რაზე მუშაობთ მშიდობის დაცვის პროექტის ფარგლებში?
- ვიბრძვი რადიკალიზმის წინააღმდეგ. ჩვენი მიზანია, სკოლებსა თუ თემებში, იქ სადაც მოსალოდნელია ძალადობრივი თავდასხმები, აღმოვაჩინოთ და აღვკვეთოთ ის. ვცდილობთ დავამყაროთ ურთიერთობები და დავეხმაროთ მათ ვინც გამოეყო საზაოგადოებას რასის ან რელიგიის გამო.
მემი მემორი